
ქებათა ქება 6:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
სამოცი დედოფალია, ოთხმოცი ხარჭა და ურიცხვი ქალწული;
ქებათა ქება 6:8 · საქართველოს საპატრიარქო
ქებათა ქება 6:8 კონტექსტში
6:6კბილები შენი ცხვრის ფარაა, საბანელით ამომავალი; ყველანი ტყუბტყუბად მსხმელნი არიან და ბერწი არ არის მათ შორის.
6:7ღაწვები შენი ბროწეულის ლებნებია შენს პირბადის ქვეშ.
6:8სამოცი დედოფალია, ოთხმოცი ხარჭა და ურიცხვი ქალწული;
6:9ეს კი ერთადერთია, მტრედი ჩემი, უბიწო ჩემი; ეს ერთადერთია დედამისისთვის, გამორჩეულია მისი მშობლისათვის. იხილეს ქალწულებმა და ბედნიერად შერაცხეს იგი.
6:10ვინ არის იგი, ცისკარივით აღმომჭვრეტელი, მთვარისებრ მშვენიერი და მზისებრ ნათელი? და საშინელი როგორც ბაირაღებით მორთული ბანაკი?
პარალელური ადგილები: ქებათა ქება 6:8
- ფსალმუნები 45:14მოქარგული კაბით მოჰყავთ იგი მეფესთან; მის უკან ქალწულნი, დობილნი მისნი მოჰყავთ შენთან.
- ნეშტთა შორისა ბ 11:21რობოამს ყველა თავის ცოლზე და ხარჭაზე მეტად უყვარდა რეხაბყამი, სოლომონის ასული. რადგან თვრამეტი ცოლი და სამოცი ხარჭა ჰყავდა, შეეძინა ოცდარვა ვაჟი და სამოცი ქალი.
- ფსალმუნები 45:9მეფეთა ასულნი შენს დიდებულებს შორის არიან; შენ მარჯვნივ დადგა დედოფალი ოფირის ოქროთი შემკული.
- გამოცხადება 7:9შემდგომ ამისა, გავიხედე და, აჰა, ურიცხვი ხალხი, რომელსაც ვერვინ დათვლიდა, ყოველი ხალხისა და ტომისაგან, ერისა და ენისაგან, სპეტაკი სამოსით მოსილი იდგა ტახტისა და კრავის წინაშე, და ხელთ ეპყრა პალმის რტონი.
განაგრძე კითხვა: ქებათა ქება 6
სრულად წაიკითხე: ქებათა ქება 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში