
ქებათა ქება 7:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შენი თავი ქარმელის მთაა და ნათხზენი შენს თავზე სმეფო ძოწეული, კავებით შეკრული.
ქებათა ქება 7:6 · საქართველოს საპატრიარქო
ქებათა ქება 7:6 კონტექსტში
7:4ორი ძუძუ შენი ორი თიკანია ნიამორისა. მარჩბივნი.
7:5შენი ყელი სპილოსძვლის გოდოლია; შენი თვალები ხეშბონის ტბორებია ბათ-რაბიმის კარიბჭეებთან; შენი ცხვირი ლიბანის გოდოლია, დამასკოს მიმართ მიქცეული.
7:6შენი თავი ქარმელის მთაა და ნათხზენი შენს თავზე სმეფო ძოწეული, კავებით შეკრული.
7:7რა მშვენიერი ხარ, რა სანატრელი, საყვარელო, შენი სიტკბოებით!
პარალელური ადგილები: ქებათა ქება 7:6
- ქებათა ქება 1:15აჰა, მშვენიერი ხარ, სატრფოვ ჩემო, აჰა, მშვენიერი ხარ! მტრედებია შენი თვალები.
- ქებათა ქება 1:16აჰა, მშვენიერი ხარ, მეტრფევ ჩემო, და სანატრელი! ბალახია ჩვენი სარეცელი.
- ფსალმუნები 45:11და დატკბება მეფე შენი მშვენებით, რადგან ის არის შენი უფალი, და თაყვანი ეცი მას.
- ქებათა ქება 4:10რაოდენ საამოა შენი ალერსი, სძალო, დაო ჩემო! რაოდენ ტკბილია შენი ალერსი, ღვინის უმჯობესი!
- ქებათა ქება 2:14შენ, ჩემო მტრედო, შეხიზნულო ხეობის კლდეთა შორის! მიჩვენე პირი შენი, მასმინე ხმა შენი! რადგან ტკბილია ხმა შენი და პირი შენი - მშვენიერი.
- ქებათა ქება 7:10შენი სასარჩეული ღვინოა, ჩემი მეტრფისკენ მიღვარული, მძინარეთა ბაგეების დამატკბობელი.
- ქებათა ქება 4:7ყოვლად მშვენიერი ხარ, სატრფოვ ჩემო, და უბიწო!
- ესაია 62:4აღარ დაგიძახებენ მიტოვებულს და შენს ქვეყანას აღარ დაერქმევა უკაცრიელი, რადგან გეწოდება ჩემი სასურველი და შენს ქვეყანას - დაპატრონებული, რადგან შენ ჰსურხარ უფალს და ქვეყანას პატრონი ეყოლება.
განაგრძე კითხვა: ქებათა ქება 7
სრულად წაიკითხე: ქებათა ქება 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში