
ქებათა ქება 8:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ნეტავ ჩემი ძმა ყოფილიყავი, დედაჩემის ძუძუნაწოვი! გარეთ გიპოვნიდი, გაკოცებდი და არ დამძრახავდნენ.
ქებათა ქება 8:1 · საქართველოს საპატრიარქო
ქებათა ქება 8:1 კონტექსტში
8:1ნეტავ ჩემი ძმა ყოფილიყავი, დედაჩემის ძუძუნაწოვი! გარეთ გიპოვნიდი, გაკოცებდი და არ დამძრახავდნენ.
8:2წაგიძღვებოდი და, ვინც გამზარდა, დედაჩემის სახლში შეგიყვანდი, სურნელოვან ღვინოს - ჩემი ბროწეულის წვენს შეგასმევდი.
8:3მისი მარცხენა ჩემს თავქვეშ იქნებოდა, მარჯვენა მომეხვეოდა მისი!
პარალელური ადგილები: ქებათა ქება 8:1
- გალატელთა მიმართ 4:26ხოლო ზენა იერუსალიმი თავისუფალია: ის არის ჩვენი დედა.
- ზაქარია 9:9იხარე დიდად, სიონის ასულო! დაეცი ყიჟინა, იერუსალიმის ასულო! აჰა, შენი მეფე მოდის შენთან, მართლი და გამარჯვებული. თვინიერია ის და ამხედრებულია სახედარზე და ჩოჩორზე, ხრდალი ვირის ნაშიერზე.
- ფსალმუნები 45:10მისმინე, ასულო, გამოიხედე და მომაპყარ ყური. და დაივიწყე ხალხი შენი და სახლი მამაშენისა.
- ფსალმუნები 45:11და დატკბება მეფე შენი მშვენებით, რადგან ის არის შენი უფალი, და თაყვანი ეცი მას.
- მალაქია 3:1აჰა, მოვავლენ ჩემს ანგელოზს და გაამზადებს გზას ჩემ წინაშე; უეცრად მოვა თავის ტაძარში უფალი, რომელსაც თქვენ ეძიებთ, და აღთქმის ანგელოზი, რომელიც გსურთ. აჰა, მოდის, ამბობს ცაბაოთ უფალი.
- ფსალმუნები 102:16რადგან აღაშენებს უფალი სიონს, გამოცხადდება თვისი ღირსებით.
- ფსალმუნები 102:17მოხედავს ლოცვას გულმოდრეკილთა და არ დაამცირებს მათ ლოცვას.
- ესაია 7:14ამიტომ თავად მოგცემს მეუფე ნიშანს: აჰა, მუცლადიღებს ქალწული და შობს ძეს, და უწოდებს საბელად ემანუელს.
განაგრძე კითხვა: ქებათა ქება 8
სრულად წაიკითხე: ქებათა ქება 8 · გახსენი ბიბლიის მკითხველში