
ქებათა ქება 8:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გაიქეცი, მეტრფევ ჩემო! ემსგავსე ნიამორს ანუ ირმის ნუკრს, სურნელოვან მთებზე მოარულთ.
ქებათა ქება 8:14 · საქართველოს საპატრიარქო
ქებათა ქება 8:14 კონტექსტში
8:12ჩემი ვენახი კი ჩემ წინაშეა. ათასი შენია, სოლომონ, ორასი - ნაყოფთა მცველების.
8:13ბაღების მკვიდრო, მეგობრები ისმენენ შენს ხმას - მასმინე მეცა!
8:14გაიქეცი, მეტრფევ ჩემო! ემსგავსე ნიამორს ანუ ირმის ნუკრს, სურნელოვან მთებზე მოარულთ.
პარალელური ადგილები: ქებათა ქება 8:14
- ქებათა ქება 2:17ვიდრეღა სუნთქავს დღე და ჩრდილნი იძვრიან, მოიქეც, ემსგავსე, მეტრფევ ჩემო, ნიამორს, ანუ ირმის ნუკრს, ნაპრალოვან მთებზე მოარულთ!
- ქებათა ქება 2:9ვამსგავსე მეტრფე ჩემი ნიამორს ანუ ირმის ნუკრს. აჰა, დგას იგი ჩვენს ზღუდის უკან, სარკმელში იჭვრიტება და ილანდება ცხაურებს შორის.
- გამოცხადება 22:20ამის დამმოწმებელი ამბობს: ჰო, მოვალ მალე! ამინ; ჰო, მოდი, უფალო იესო!
- გამოცხადება 22:17სული და სასძლო ამბობენ: მოდი! მსმენელმაც თქვას: მოდი! მწყურვალი მოვიდეს და მსურველმა უსასყიდლოდ მიიღოს სიცოცხლის წყალი.
- ქებათა ქება 4:6ვიდრეღა სუნთქავს დღე და იძვრიან ჩრდილები, ავალ მურრის მთაზე და გუნდრუკის ბორცვზე.
- ლუკას სახარება 19:12ამიტომაც თქვა: ერთი კეთილშობილი კაცი შორეულ ქვეყანაში გაემგზავრა, რათა მეფობა მიეღო და უკანვე დაბრუნებულიყო.
- ფილიპელთა მიმართ 1:23ერთიც მიზიდავს და მეორეც: გული მითქვამს, რომ გასვლა და ქრისტესთან ყოფნა ათასწილ უმჯობესია.
განაგრძე კითხვა: ქებათა ქება 8
სრულად წაიკითხე: ქებათა ქება 8 · გახსენი ბიბლიის მკითხველში