
ტიტეს მიმართ 1:7, მნიშვნელობა: რას ამბობენ ეკლესიის მამები
რადგანაც ეპისკოპოსი უბიწო უნდა იყოს, როგორც მნე ღვთისა, არა თავნება, არა გულფიცხი, არა მემთვრალე, არა ჩხუბისთავი, არა ანგარი,
ტიტეს მიმართ 1:7 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 10 დეკემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი 28 კვირის ხუთშაბათი (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: ტიტეს მიმართ 1:7
12 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “ვისაც საერო ხელისუფლება აქვს, კანონის მმართველი ძალით ხელმძღვანელობს და აუცილებლობის გამო, ყოველთვის როდი შეესაბამება ქვეშევრდომთა სურვილებს. ხოლო ვინც ნებაყოფლობით მორჩილ ხალხს უნდა განაგებდეს და მადლიერებას გრძნობდეს მისი მმართველობისთვის, თუ ყველაფერს მხოლოდ თავისი ნებით გააკეთებს და არავის მისცემს ანგარიშს, თავის მმართველობას ძალადობრივს გახდის და არა სახალხოს.”
მთელი განმარტება
ვისაც საერო ხელისუფლება აქვს, კანონის მმართველი ძალით ხელმძღვანელობს და აუცილებლობის გამო, ყოველთვის როდი შეესაბამება ქვეშევრდომთა სურვილებს. ხოლო ვინც ნებაყოფლობით მორჩილ ხალხს უნდა განაგებდეს და მადლიერებას გრძნობდეს მისი მმართველობისთვის, თუ ყველაფერს მხოლოდ თავისი ნებით გააკეთებს და არავის მისცემს ანგარიშს, თავის მმართველობას ძალადობრივს გახდის და არა სახალხოს.
“ეპისკოპოსი უნდა იყოს, ამბობს წმინდა პავლე, უბიწო, როგორც ღვთის სახლის განმგებელი, არა თავხედი, არა გულფიცხი, არა ღვინის მსმელი, არა მჩხუბავი, არა ანგარებიანი” (ტიტ. 1:7).
როგორ შეუძლია სხვას ასწავლოს ამ ვნების შეკავება მან, ვინც საკუთარ თავს არ ასწავლა? ხელისუფლება ადამიანს მრავალ ისეთ ვითარებაში აყენებს, რომელიც ყველაზე თვინიერსაც კი მძიმედ და მკაცრად აქცევს, რისხვის უამრავ მიზეზს აძლევს. ამიტომ, თუ მან წინასწარ არ იზრუნა ამ ვნების მოთვინიერებაზე, (ქვეშევრდომთათვის) მეტისმეტად მძიმე იქნება, დააზიანებს და დაღუპავს ბევრ რამეს თავისი მმართველობის საქმეებში.
“არა ღვინის მსმელი, არა მჩხუბავი”. აქ შეურაცხმყოფელს გულისხმობს. ეპისკოპოსმა ყველაფერი შეგონებით უნდა აკეთოს და არა საყვედურითა და შეურაცხყოფით. რა საჭიროა, თქვი, შეურაცხყოფა? გეენით უნდა იმუქრებოდეს, გააძლიეროს მუქარა, შემუსროს. შეურაცხყოფილი კი უფრო თავხედი ხდება და ზიზღით უყურებს შეურაცხმყოფელს. არაფერი აღძრავს ზიზღს ისე, როგორც შეურაცხყოფა, რომელიც უფრო მეტად შეურაცხყოფს თავად შეურაცხმყოფელს და ართმევს მას სათანადო პატივისცემას. ეპისკოპოსის სიტყვა აღსავსე უნდა იყოს დიდი ღვთისმოსაობით, ცოდვების მხილებისას უნდა ახსენებდეს მომავალ სამსჯავროს და უნდა იყოს ყოველგვარი შეურაცხყოფისგან წმინდა. თუ ვინმე ხელს უშლის მას კუთვნილის აღსრულებაში, მაშინ მთელი ძალით უნდა იმოქმედოს.
“არა მჩხუბავი”, ამბობს პავლე მოციქული. მოძღვარი სულთა მკურნალია; მკურნალი კი არ ურტყამს, არამედ მცემელს ასწორებს და კურნავს. ხედავ, რა მაღალ სათნოებას მოითხოვს იგი?
“არა ანგარებიანი”, ამბობს, ე.ი. ფულისადმი დიდ ზიზღს რომ ავლენს.
ეფრემ ასური4 საუკუნე იერონიმე სტრიდონელი4 საუკუნე თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ევთიმე ზიგაბენოსი11 საუკუნე ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე კოხომსკი ს. ვ.19 საუკუნე მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე ნიკოდიმე (მილაში)19 საუკუნე ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე
1 / 12
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 12 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
ტიტეს მიმართ 1:7 კონტექსტში
1:5იმიტომ დაგტოვე კრეტეს, რომ დასასრულებელი დაასრულო და ხუცესნი დაადგინო ყველა ქალაქში, როგორც დაგავალე:
1:6ვინც უბიწოა, ერთი ცოლის ქმარი და მორწმუნე შვილების მამა, ვისაც ვერავინ დასდებს ბრალად ბილწებასა და ურჩობას,
1:7რადგანაც ეპისკოპოსი უბიწო უნდა იყოს, როგორც მნე ღვთისა, არა თავნება, არა გულფიცხი, არა მემთვრალე, არა ჩხუბისთავი, არა ანგარი,
1:8არამედ სტუმართმოყვარე, სიკეთისმოყვარე, გონიერი, მართალი, წმიდა, მტკიცე,
1:9სარწმუნო სიტყვის მიმდევარი, თანახმად სწავლებისა, რათა საღი მოძღვრებით შეეძლოს შეგონება და ურჩთა მხილება.
პარალელური ადგილები: ტიტეს მიმართ 1:7
- პეტრეს ეპისტოლე ბ 2:10უპირატესად კი ბილწ ხორციელ ვნებებს აყოლილნი, უფლებათა შეურაცხმყოფელნი, თავხედნი, კადნიერნი და დიდებათა ურიდად მგმობნი.
- ეფესელთა მიმართ 5:18ნუ დათვრებით ღვინით, საიდანაც წარმოსდგება აღვირახსნილობა, არამედ აღივსეთ სულით.
- პეტრეს ეპისტოლე ა 5:2მწყემსეთ თქვენთვის მონდობილი ღვთის სამწყსო, მაგრამ არა იძულებით, არამედ ნებსით, არა ბილწი ანგარებით, არამედ გულმოდგინებით.
- იაკობის ეპისტოლე 1:19მაშ, ჩემო საყვარელო ძმანო, ყოველი კაცი მარდი იყოს სასმენად, წყნარი - სათქმელად და ზანტი - გულის წყრომად.
- იაკობის ეპისტოლე 1:20რადგანაც გულისწყრომა კაცისა როდი შეიქმს ღვთის სიმართლეს.
- პეტრეს ეპისტოლე ა 4:10თითოეული თქვენგანი იმ ნიჭით ემსახუროს დანარჩენთ, რაც მიუღია, როგორც შეშვენის ღვთის მრავალფეროვანი მადლის კეთილ მნეს.
- ლუკას სახარება 12:42და თქვა უფალმა: ვინ არის ერთგული და გონიერი მნე, რომელიც პატრონმა მიუჩინა თავის მსახურთ, რათა დროულად მისცეს ულუფა მათ?
- იგავესნი 14:17ფიცხი კაცი სიბრიყვეს სჩადის, ავისმზრახველი კი საძულველია.
განაგრძე კითხვა: ტიტეს მიმართ 1
სრულად წაიკითხე: ტიტეს მიმართ 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში




