
ტიტეს მიმართ 2:4, მნიშვნელობა: რას ამბობენ ეკლესიის მამები
რათა ასწავლიდნენ ყმაწვილ ქალებს, უყვარდეთ ქმარ-შვილი,
ტიტეს მიმართ 2:4 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 11 დეკემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი 28 კვირის პარასკევი (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: ტიტეს მიმართ 2:4
9 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “ხედავთ, როგორ აკავშირებს და აერთიანებს მოციქული ადამიანებს, როგორ აქვემდებარებს უმცროს ქალებს უფროსებს? აქ ხომ მხოლოდ ასულებზე როდი საუბრობს, არამედ ზოგადად, ასაკით უმცროსებზე. ამბობს, რომ ყოველი უფროსი გულისხმიერად უნდა ხელმძღვანელობდეს უმცროსს.”
მთელი განმარტება
ხედავთ, როგორ აკავშირებს და აერთიანებს მოციქული ადამიანებს, როგორ აქვემდებარებს უმცროს ქალებს უფროსებს? აქ ხომ მხოლოდ ასულებზე როდი საუბრობს, არამედ ზოგადად, ასაკით უმცროსებზე. ამბობს, რომ ყოველი უფროსი გულისხმიერად უნდა ხელმძღვანელობდეს უმცროსს.
“რათა განსწავლიდნენ სიყვარულით ეპყრობოდნენ ქმრებს”. ეს ხომ უმნიშვნელოვანესია ოჯახურ კეთილდღეობაში. “ცოლი ქმართან შეთანხმებული”, ბრძანებს ბრძენი. როდესაც ეს ერთობა არსებობს, არაფერია საძულველი. განა ყველაფერი მშვიდობიანად არ იქნება, როდესაც თავი სხეულთან არის შეერთებული და მათ შორის არანაირი განხეთქილება არ არის? როდესაც მთავარი ნაწილები მშვიდობაშია, ვინ შეძლებს ამ მშვიდობის დარღვევასა და აღრევას? და პირიქით, თუ მათ შორის ცუდი ურთიერთობაა, სახლში არაფერი იქნება წესრიგში.
არაფერია იმაზე უკეთესი, ვიდრე მათი ურთიერთშეთანხმება. ეს ხომ სიმდიდრეზე, წარჩინებულობაზე, ძალაუფლებაზე და ყველაფერზე უფრო სასარგებლოა. მოციქული უბრალოდ როდი ამბობს, რომ მშვიდობაში უნდა იყვნენ, არამედ, სიყვარულით ეპყრობოდნენ ქმრებს, რადგან როდესაც მათ შორის სიყვარული იქნება, მათში უთანხმოება ვერ შეაღწევს. მისგან იბადება სხვა კეთილი საქმეებიც.
“უყვარდეთ შვილები”. კარგად ბრძანებს. თუ ვინმეს ფესვი უყვარს, ნაყოფი მით უფრო ეყვარება.
ეფრემ ასური4 საუკუნე თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ევთიმე ზიგაბენოსი11 საუკუნე მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე როზანოვი ნ. პ.19 საუკუნე თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე
1 / 9
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 9 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
ტიტეს მიმართ 2:4 კონტექსტში
2:2ბერიკაცები ფხიზლები იყვნენ, ღირსეულნი, გონიერნი, რწმენით, სიყვარულითა და მოთმინებით საღნი.
2:3ხანდაზმული ქალებიც ისეთნი იყვნენ, როგორც შეჰფერის სიწმიდეს: არა ცილისმწამებელნი, არა ღვინის მონები, არამედ სიკეთის მოძღვარნი,
2:4რათა ასწავლიდნენ ყმაწვილ ქალებს, უყვარდეთ ქმარ-შვილი,
2:5კეთილგონიერნი იყვნენ, უმანკონი, მეოჯახენი, კეთილნი, თავიანთი ქმრების მორჩილნი, რათა არ იგმობოდეს ღვთის სიტყვა.
პარალელური ადგილები: ტიტეს მიმართ 2:4
- ტიმოთეს მიმართ ა 5:14ამიტომ მინდა, რომ ახალგაზრდა ქვრივები გათხოვდნენ, შვილები გააჩინონ, დიასახლისობას მიჰყონ ხელი და გმობის საბაბი არ მისცენ მტერს.
- ტიმოთეს მიმართ ა 5:2დედაბრებს - როგორც დედებს, ქალწულებს - როგორც დებს, მთელი სიწმიდით.
- ტიმოთეს მიმართ ა 5:11ახალგაზრდა ქვრივებს კი ნუ მიიღებ, რადგანაც ქრისტეს ზურგს აქცევენ და კვლავ გათხოვება სურთ,
განაგრძე კითხვა: ტიტეს მიმართ 2
სრულად წაიკითხე: ტიტეს მიმართ 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში




