
ზაქარია 14:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იქნება ერთი დღე, უფლისთვის საცნაური: არც დღე და არც ღამე; მხოლოდ საღამოჟამს იქნება ნათელი.
ზაქარია 14:7 · საქართველოს საპატრიარქო
ზაქარია 14:7 კონტექსტში
14:5გაიქცევით ჩემი მთების ხეობაში, რადგან ხეობა მთებს შორის აცალამდე მიაღწევს; გაიქცევით, როგორც მიწისძვრისგან გარბოდით იუდას მეფის, ყუზიას დროს; მაშინ მოვა უფალი, ჩემი ღმერთი, და ყველა წმიდა მასთან ერთად.
14:6იმ დღეს აღარ იქნება ნათელი, არამედ, სიცივე და ყინვა;
14:7იქნება ერთი დღე, უფლისთვის საცნაური: არც დღე და არც ღამე; მხოლოდ საღამოჟამს იქნება ნათელი.
14:8იმ დღეს იქნება, რომ იდინებს იერუსალიმიდან სიცოცხლის წყალი; ერთი ნახევარი აღმოსავლეთის ზღვისკენ წავა, მეორე ნახევარი დასავლეთის ზღვისკენ; ზამთარ-ზაფხულ ასე იქნება.
14:9იქნება უფალი მეფედ მთელ ქვეყანაზე; იმ დღეს ერთი იქნება უფალი და მისი სახელიც ერთი იქნება.
პარალელური ადგილები: ზაქარია 14:7
- გამოცხადება 22:5ღამე აღარ იქნება იქ, ასე რომ, აღარც სანთელი დასჭირდებათ და არც მზის ნათელი, რადგანაც ღმერთი გაანათლებს მათ, და იმეფებენ უკუნითი უკუნისამდე.
- გამოცხადება 21:23ქალაქს არც მზე სჭირდება მანათობლად და არც მთვარე, რადგანაც ღვთის დიდებამ გაანათა იგი, ხოლო მისი სანთელი არის კრავი.
- დანიელი 12:4შენ კი, დანიელ, საიდუმლოდ შეინახე ეს სიტყვები და დაბეჭდე ეს წიგნი უკანასკნელ ჟამამდე. მრავალნი შეისწავლიან და მოიმატებს ცოდნა.
- ესაია 30:26მთვარის ნათელი მზის ნათელივით იქნება და მზის ნათელი გაშვიდკეცდება შვიდი დღის ნათელივით; მაშინ შეუხვევს უფალი ჭრილობას თავის ერს და თავის დანარტყამს განუკურნავს.
- თესალონიკელთა მიმართ ა 5:2რადგან თქვენ თვითონაც მშვენივრად იცით, რომ დღე უფლისა მოვა, როგორც მპარავი ღამით.
- მარკოზის სახარება 13:32მაგრამ იმ დღისა და იმ საათისა არავინ არაფერი იცის, არც ანგელოზებმა ცაში, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ.
- მოციქულთა საქმენი 1:7და უთხრა მათ: თქვენი საქმე არ არის დროთა და ვადათა ცოდნა, თავისი ხელმწიფებით რომ დაადგინა მამამ.
- ესაია 60:19დღისით მზე აღარ გექნება მნათობად და არც მთვარის ბრწყინვალება გაგინათებს: უფალი გეყოლება საუკუნო მნათობად და შენი ღმერთი - შენს დიდებად.
განაგრძე კითხვა: ზაქარია 14
სრულად წაიკითხე: ზაქარია 14 · გახსენი ბიბლიის მკითხველში