
ზაქარია 4:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ორი ზეთისხილის ხეა მის გვერდით, ერთი მისი ჯამის მარჯვნივ, მეორე - მარცხნივ.
ზაქარია 4:3 · საქართველოს საპატრიარქო
ზაქარია 4:3 კონტექსტში
4:1მობრუნდა ანგელოზი, რომელიც მელაპარაკებოდა, და გამაღვიძა, როგორც ძილისგან აღვიძებენ კაცს.
4:2მითხრა: რას ხედავ? ვუთხარ: ვხედავ, აჰა, მთლიანი ოქროს სასანთლეა, მის თავზე ჯამია და შვიდი ლამპარი, თითო ლამპარს შვიდ-შვიდი მილი აქვს ზემოთ.
4:3ორი ზეთისხილის ხეა მის გვერდით, ერთი მისი ჯამის მარჯვნივ, მეორე - მარცხნივ.
4:4ხმა გავიღე და ვუთხარი ანგელოზს, რომელიც მე მელაპარაკებოდა: რა არის ესენი, ჩემო ბატონო?
4:5მომიგო ანგელოზმა, რომელიც მე მელაპარაკებოდა, და მითხრა: განა არ იცი, რა არის ესენი? ვუთხარი: არამეთქი, ჩემო ბატონო.
პარალელური ადგილები: ზაქარია 4:3
- გამოცხადება 11:4ესენია ორი ზეთისხილი და ორი სასანთლე, რომლებიც დგანან დედამიწის უფლის წინაშე.
- ზაქარია 4:14მითხრა: ორნი ცხებულნი არიან ესენი, მთელი ქვეყნის უფლის წინაშე მდგარნი.
- რომაელთა მიმართ 11:17ხოლო თუ ზოგიერთი რტო მოტყდა და შენ, ველური ზეთისხილი, მათს ადგილას დაემყენ, ასე რომ, ზეთისხილის ფესვისა და წვენის თანაზიარი გახდი,
- ზაქარია 4:11მივუგე და ვუთხარი მას: რა არის ეს ორი ზეთისხილის ხე სასანთლის მარჯვნივ და მარცხნივ?
- ზაქარია 4:12მივუგე მეორედ და ვუთხარი მას: რა არის ეს ორი აკიდო ზეთისხილისა ორი ოქროს მილის გვერდით, საიდანაც ოქრო იღვრება?
- რომაელთა მიმართ 11:24ვინაიდან თუ შენ მოიკვეთე თავისი ბუნებით ველური ზეთისხილისგან და არაბუნებრივად დაემყნე შინაურ ზეთისხილს, განა ბუნებრივი რტონი მით უმეტეს არ დაემყნობიან თავიანთ საკუთარ ღეროს?
- მსაჯულნი 9:9ზეთისხილმა უთხრა: დავთმო სიმსუყე, ჩემში რომ არის, ღმერთთაგან და კაცთაგან პატივდებული, და ხეებს გადავყვე?
განაგრძე კითხვა: ზაქარია 4
სრულად წაიკითხე: ზაქარია 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში