
ზაქარია 7:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ქვრივს, ობოლს, ხიზანს, ღარიბ-ღატაკს ნუ დაჩაგრავთ; ბოროტს ნუ იზრახავთ თქვენს გულში ერთმანეთისთვის.
ზაქარია 7:10 · საქართველოს საპატრიარქო
ზაქარია 7:10 კონტექსტში
7:8იყო უფლის სიტყვა ზაქარიას მიმართ ნათქვამი:
7:9ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ქმენით ჭეშმარიტი სამართალი, სიკეთით და მოწყალებით მოექეცით ერთმანეთს;
7:10ქვრივს, ობოლს, ხიზანს, ღარიბ-ღატაკს ნუ დაჩაგრავთ; ბოროტს ნუ იზრახავთ თქვენს გულში ერთმანეთისთვის.
7:11მაგრამ მათ არ ისურვეს ყურისგდება, წამოსწიეს ჯიუტი მხრები და ყურები დაიმძიმეს, რომ არ ესმინათ;
7:12გული გაიქვავეს, რომ არ ესმინათ რჯული და სიტყვები, რომლებიც მოავლინა ცაბაოთ უფალმა თავისი სულით, წინანდელ წინასწარმეტყველთა პირით; ამიტომაც იყო დიდი რისხვა ცაბაოთ უფლისგან.
პარალელური ადგილები: ზაქარია 7:10
- იერემია 5:28გასუქდნენ, გადაიპოხნენ, ბოროტებაშიც კი დაწინაურდნენ; სასამართლოში საქმეს არ არჩევენ, ობლის საქმეს, რომ ეშველოს რამე, უპოვართა სამართალს არ განიკითხავენ.
- იგავესნი 22:22ღარიბს ნუ წაართმევ, რადგან ღარიბია იგი; ბეჩავს კარიბჭესთან ნუ დაჩაგრავ;
- იგავესნი 22:23რადგან უფალი გამოესარჩლება მათ და მის მძარცველთა სულს გასძარცვავს.
- ფსალმუნები 21:11რადგან სიავე განიზრახეს შენ წინააღმდეგ, ბოროტს ზრახვიდნენ და ვერ შეიძლეს,
- იოანეს ეპისტოლე ა 3:15ყველა, ვისაც სძულს თავისი ძმა, კაცისმკვლელია; თქვენ კი იცით, რომ არცერთ კაცისმკვლელს არ აქვს საუკუნო სიცოცხლე, თვით მასშივე დამკვიდრებული.
- ესაია 1:23შენი მთავრები განდგომილნი არიან და ქურდთა თანამზრახველები; ყველას ქრთამი უყვარს და მოსაკითხებზე ნადირობენ; ობოლს არ განიკითხავენ და ქვრივის საჩივარი არ სწვდებათ.
- ფსალმუნები 72:4გაასამართლოს ერის ღატაკნი, იხსნას შვილი ღარიბისა და დაჩაგროს მჩაგვრელი.
- ესაია 1:16განიბანეთ, განიწმიდეთ, ავი საქმეები თვალთაგან განმარიდეთ, შეწყვიტეთ ბოროტის ქმნა.
განაგრძე კითხვა: ზაქარია 7
სრულად წაიკითხე: ზაქარია 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში