
სოფონია 2:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
სოფონია 2:1 კონტექსტში
პარალელური ადგილები: სოფონია 2:1
- იოელი 1:14დათქვით მარხვა, გამოაცხადეთ ჯარობა. შეყარეთ უხუცესნი, ქვეყნის ყოველი მკვიდრი უფლის, თქვენი ღვთის ტაძართან და უფალს შეღაღადეთ.
- ნეშტთა შორისა ბ 20:4შეიკრიბა იუდა უფლისგან შემწეობის სათხოვრად. იუდას ყველა ქალაქიდან მოვიდნენ უფლის საძიებლად.
- ნეემია 8:1როგორც ერთი კაცი, შეიკრიბა მთელი ერი იმ მოედანზე, წყლების კარიბჭის წინ რომ არის, და უთხრეს ეზრა მწიგნობარს, მოეტანა მოსეს რჯულის წიგნი, რომელიც უფალმა მისცა ისრაელს.
- ესთერი 4:16წადი, თავი მოუყარე შუშანის მთელ იუდაელობას, იმარხულეთ ჩემთვის, არ ჭამოთ და არ სვათ სამ დღეს, არც დღისით, არც ღამით. მეც ვიმარხულებ ჩემს მხევლებთან ერთად, მერე წავალ მეფესთან, თუმცა წესი არ არის. თუ დავიღუპები, დავიღუპო.
- ნეემია 9:1ამავე თვის ოცდამეოთხე დღეს შეიკრიბნენ ისრაელიანები - მარხულნი, ჯვალოთი შემოსილნი და თავზე მტვერდაყრილნი.
- ზაქარია 11:8ერთ თვეში გავწყვეტ სამ მწყემსს და ვეღარ აიტანს მათ ჩემი სული, და მათი სულიც შემიძულებს მე.
- იერემია 6:15განა თუ რცხვენიათ, სიბილწეს რომ სჩადიან? არა! სულაც არ რცხვენიათ, ამიტომაც დაეცემიან დაცემულთა შორის, წაიფორხილებენ, როცა დავსჯი მათ, ამბობს უფალი.
- მათეს სახარება 18:20რადგან სადაც ორი თუ სამი შეიყრება ჩემი სახელით, მეც იქვე ვარ, მათ შორის.
განაგრძე კითხვა: სოფონია 2
სრულად წაიკითხე: სოფონია 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში