
წმიდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის ლოცვა
მოკლე პასუხი
წმიდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის ლოცვა არის მართლმადიდებლური ლოცვა ზიარებისთვის მომზადებიდან, დაახლოებით 3 წუთი ხმამაღლა წაკითხვისას. ქვემოთ მოცემულია მთელი ტექსტი სიტყვასიტყვით.
ლოცვის ტექსტი
მთელი ტექსტი იმ თარგმანით, რომელსაც აპში ვიყენებთ.
შეგინებულთაგან ბაგეთა, საძაგელისაგან გულისა, არა-წმიდისაგან ენისა, სულისაგან
შემწიკულებულისა, შეიწირე ვედრება ჩემი ქრისტე ჩემო, და ნუ უგულებელს-ჰყოფ, ნუცა
სიტყვათა, ნუცა სახეთა, ნუცა ურცხვინოებათა. მომეც კადნიერებით სიტყვად, რომელიცა
მნებავს ქრისტე ჩემო, უფროსღა მასწავე მე, რა ჯერ არს ჩემდა ქმნად და სიტყვად.
ვსცოდე უფროს მეძვისა, და მაუწყე სადა იყოფვი. მირონისა მსყიდველი მოვიდე კადნიერებით
ცხებად ფერხთა შენთა, ქრისტეს ჩემისა, მეუფისა და ღმრთისა, ვითარცა იგი არა განსდევნე,
მოსრული. გულითა ნუცა მე მომიძაგებ სიტყვაო. ფერხნი შენნი მომცენ დაპყრობად, და
ამბორის-ყოფად მდინარითა ცრემლითა. ვითარცა მრავალ სასყიდლითა მირონითა, ესე კადნიერებით
გცხო. განმბანე მე ცრემლითა ჩემითა. განმწმიდე მე ამით სიტყვაო. მომიტევენ, შეცოდებანი
ჩემნი და მომმადლე მე შენდობა. უწყი ბოროტთა სიმრავლე, და უწყნი წყლულებანი ჩემნი.
და სენთა ჩემთა ჰხედავ, არამედ სარწმუნოებით უწყი. და მნებებელობასა ჰხედავ, და
სულთქმათა ისმენ. არა დაგეფარვის შენ ღმერთო ჩემო, შემოქმედო ჩემო, მხსნელო ჩემო,
არცა ცვარნი ცრემლთანი, არცა ცვარნი ნაწილთა რომელთამე. რომელნი არა მექმნნეს მე,
იხილეს თვალთა შენთა, და წიგნსა შენსა ყოველნივე შთაიწერნეს. იხილე სიმდაბლე ჩემი,
იხილე შრომა ჩემი რაოდენ, და ცოდვანი ყოველნი, მომიტევე მე ღმერთო ყოველივე, რათა
განწმედილითა გულითა, მძრწოლვარითა გონებითა, და სულითა შემუსრვილითა, უხრწნელთა
და ყოვლადწმიდათა შენთა საიდუმლოთა ვეზიარო. რომლითა განღმრთდების, და განცხოველდების
ყოველი მჭამელი, და მსმელი გულითა წმიდითა, რამეთუ შენ სთქუ მეუფეო ჩემო, ყოველი
მჭამელი ხორცისა ჩემისა, და მსმელი სისხლისა ჩემისა, ჩემთანა ჰგიეს, და მე მის
თანა. ჭეშმარიტად-არს ყოვლადვე სიტყვა მეუფისა, და ღმრთისა ჩემისა. ხოლო საღმრთოთა
და ღმრთით-მყოფელთა, მადლთა მიმთხვეული, არა თავით თვისით ვარ, არამედ შენ მიერ
ქრისტე ჩემო. ნათლითა სამ-ბრწყინვალითა განმანათლებელო სოფლისაო. რათა არა მხოლოდ
ვიყო, თვინიერ შენსა ცხოვრების-მომცემელისა. სულ-თქმისა ჩემისა, ცხოვრებისა ჩემისა,
სოფლის-მაცხოვრისა, ამისთვის შენდა მოსრულ ვარ, ვითარცა ჰხედავ ცრემლითა, და სულითა
შემუსრვილითა. დახსნასა შეცოდებათასა ვითხოვ, მოღებად ჩემდა. და შენთა ცხოვრების-მომცემელთა,
და უბიწოთა საიდუმლოთა. დაუსჯელად ზიარებად, რათა დაადგრე ვითარცა სთქვი ჩემთანა
სამგზის საწყალობელისა, რათა არა თვინიერ მადლისა შენისა, მპოვოს მე მზაკვარმან
მან, და წარმიტაცოს მე ზაკვით, მაცთუნოს, და განმაშოროს ღმრთივქმნულთა სიტყვათა
შენთა. ამისთვის შეგივრდები, და მხურვალედ გიხმობ შენ: ვითარცა უძღები შეიწყნარე,
და მეძავი მოსრული შენდა, ეგრეთ შემიწყნარე მეცა მეძავი, და უძღები მოწყალეო, სულითა
შემუსრვილითა აწ მომავალი შენდა. უწყი მაცხოვარო, რამეთუ სხვამან არავინ შეგცოდა,
ვითარცა მე. არცა ჰქმნა საქმე, რომელ მე ვჰქმენ, არამედ ესე უწყი, ვითარმედ არა
სიდიდე შეცოდებათა, არცა ცოდვათა სიმრავლე აღემატების ღმრთისა ჩემისა, მრავალსა
სულგრძელებასა, და კაცთმოყვარებასა. არამედ წყალობითა, და თანალმობითა მხურვალედ
შემნანებელთა, განსწმედ, და განანათლებ, და ნათელ-ჰყოფ ზიარებითა, ზიარად ღმრთაებისა
შენისა იქმ მათ უხრწნელად, და უცხოდ ანგელოსთა, და კაცთა ცნობისა. თანა-ექცევი
მათ მრავალ-გზის, ვითარცა მოყვასთა შენთა საკუთართა. ესენი კადნიერ-მყოფენ მე,
ესენი შემიწყნარებენ ქრისტე ჩემო. და ვესავ სიმდიდრესა ქველისმოქმედებისა შენისასა
ჩემდა მიმართ, მოხარული და შეძრწუნებული, ერთბამად, ცეცხლსა ვეზიარები, თივა ესე.
და უცხო საკვირველი, შევიცვრები შეუწველად, ვითარ უკვე მაყვალი ძველად შეუწველად
მგზებარე. აწ მადლობისა ცნობით, მადლობისა გულით, მადლობისა ასოთ, და ხორცით ჩემით,
თაყვანისგცემ და გადიდებ, და დიდებისგმეტყველებ, ღმერთო ჩემო, რამეთუ კურთხეულ
ხარ აწ და უკუნისამდე, ამინ.
როდის ითქმის ეს ლოცვა
ის წმინდა ზიარებისთვის მომზადებას ეკუთვნის: იკითხება წმინდა საიდუმლოების მიღებამდე დღეებსა და საღამოს.