
ნეშტთა შორისა ა 10:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გაუძნელდა ბრძოლა საულს. ნიშანში ამოიღეს იგი მშვილდოსნებმა და მძიმედ დაჭრეს.
ნეშტთა შორისა ა 10:3 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 10:3 კონტექსტში
10:1გაუმართეს ბრძოლა ფილისტიმელებმა ისრაელს და გაექცნენ ისრაელიანები ფილისტიმელებს. გილბოაყის მთაზე ეცემოდნენ დახოცილნი.
10:2მიეწივნენ ფილისტიმელები საულს და მის ვაჟებს და დახოცეს ფილისტიმელებმა იონათანი, აბინადაბი და მალქიშუაყი - საულის შვილები.
10:3გაუძნელდა ბრძოლა საულს. ნიშანში ამოიღეს იგი მშვილდოსნებმა და მძიმედ დაჭრეს.
10:4ურხრა საულმა თავის საჭურველთმტვირთველს: იშიშვლე მახვილი და გამიყარე, იმ წინადაუცვეთელებმა რომ არ შეურაცხმყონ. ვერ გაბედა საჭურველთმტვირთველმა, რადგან ძალიან ეშინოდა. მაშინ საულმა აიღო მახვილი და ზედ დაეგო.
10:5როცა დაინახა საჭურველთმტვირთველმა, რომ მოკვდა საული, ისიც ზედ დაეგო მახვილს და მოკვდა.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 10:3
- ამოსი 2:14მკვირცხლი დაკარგავს სირბილის უნარს და ძლიერი ძალას ვერ მოიცემს; მამაცი კაცი თავს ვერ დაიხსნის.
- მეფეთა ა 31:3უთხრა საულმა თავის საჭურველთმტვირთველს: იშიშვლე მახვილი და გამიყარე, რომ იმ წინდაუცვეთელებმა არ მომკლან და არ შეურაცხმყონ. ვერ გაბედა საჭურველთმტვირთველმა, რადგან ძალიან ეშინოდა. მაშინ აიღო საულმა მახვილი და ზედ დაეგო.
- მეფეთა ა 31:6როცა დაინახეს ტაშირს გაღმა და იორდანეს გაღმით მცხოვრებმა ისრაელიანებმა, რომ უკუიქცნენ ისრაელიანები და რომ დაიხოცნენ საული და მისი ვაჟიშვილები, დააგდეს ქალაქები და თავადაც გაიქცნენ. მივიდნენ ფილისტიმელები და ჩასახლდნენ იქ.
- მეფეთა ბ 1:4უთხრა დავითმა ყმაწვილ კაცს, ამბის მომტანს: როგორ გაიგე, რომ დახოცილან საული და მისი ვაჟი იონათანი?
- მეფეთა ბ 1:10ჩაბღუჯა თავისი სამოსელი დავითმა და შემოიგლიჯა; ასე ქნა ყველამ, ვინც კი მასთან იყო.
- შესაქმე 49:23გაამწარეს, დაისრეს, მტრობდნენ მოისარნი.
- შესაქმე 49:24შეურჩა მშვილდის ძლიერება, არ მოსდუნებია ხელის ძარღვები, იაკობის ღმრთისგან ძალამოცემული. აქედან არის მწყემსი, კლდე ისრაელის.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 10
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში