
მეფეთა ა 31:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უთხრა საულმა თავის საჭურველთმტვირთველს: იშიშვლე მახვილი და გამიყარე, რომ იმ წინდაუცვეთელებმა არ მომკლან და არ შეურაცხმყონ. ვერ გაბედა საჭურველთმტვირთველმა, რადგან ძალიან ეშინოდა. მაშინ აიღო საულმა მახვილი და ზედ დაეგო.
მეფეთა ა 31:3 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 31:3 კონტექსტში
31:1მიეწივნენ ფილისტიმელები საულს და მის ვაჟებს და დახოცეს ფილისტიმელებმა იონათანი, აბინადაბი და მალქიშუაყი - საულის შვილები.
31:2გაუძნელდა ბრძოლა საულს; ნიშანში ამოიღეს იგი მშვილდოსნებმა და მძიმედ დაჭრეს იგი მშვილდოსნებმა.
31:3უთხრა საულმა თავის საჭურველთმტვირთველს: იშიშვლე მახვილი და გამიყარე, რომ იმ წინდაუცვეთელებმა არ მომკლან და არ შეურაცხმყონ. ვერ გაბედა საჭურველთმტვირთველმა, რადგან ძალიან ეშინოდა. მაშინ აიღო საულმა მახვილი და ზედ დაეგო.
31:4როცა დაინახა საჭურველთმტვირთველმა, რომ მოკვდა საული, ისიც ზედ დაეგო მახვილს და მოკვდა მასთან ერთად.
31:5ერთ დღეს, ერთად დაიხოცნენ საული და მისი სამი ვაჟიშვილი, მისი საჭურველთმტვირთველი და ყველა მისი თანამებრძოლი.
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 31:3
- მეფეთა ბ 1:6უკან მოიხედა, დამინახა და დამიძახა. მივუგე გისმენ, ბატონო-მეთქი.
- ამოსი 2:14მკვირცხლი დაკარგავს სირბილის უნარს და ძლიერი ძალას ვერ მოიცემს; მამაცი კაცი თავს ვერ დაიხსნის.
- შესაქმე 49:23გაამწარეს, დაისრეს, მტრობდნენ მოისარნი.
- მეფეთა ბ 1:4უთხრა დავითმა ყმაწვილ კაცს, ამბის მომტანს: როგორ გაიგე, რომ დახოცილან საული და მისი ვაჟი იონათანი?
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 31
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 31 · გახსენი ბიბლიის მკითხველში