
ნეშტთა შორისა ა 10:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
როდესაც ველზე მყოფმა ისრაელიანებმა დაინახეს, რომ უკუიქცნენ ისრაელიანები და დაიხოცნენ საული და მისი ვაჟიშვილები, დადაგეს ქალები და გადაიხვეწნენ. მოვიდნენ ფილისტიმელები და ჩასახლდნენ იქ.
ნეშტთა შორისა ა 10:7 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 10:7 კონტექსტში
10:5როცა დაინახა საჭურველთმტვირთველმა, რომ მოკვდა საული, ისიც ზედ დაეგო მახვილს და მოკვდა.
10:6ერთად დაიხოცნენ საული, მისი სამი ვაჟიშვილი და მთელი მისი სახლი.
10:7როდესაც ველზე მყოფმა ისრაელიანებმა დაინახეს, რომ უკუიქცნენ ისრაელიანები და დაიხოცნენ საული და მისი ვაჟიშვილები, დადაგეს ქალები და გადაიხვეწნენ. მოვიდნენ ფილისტიმელები და ჩასახლდნენ იქ.
10:8მეორე დღეს მოვიდნენ ფილისტიმელები დახოცილთა გასაძარცვავად და, როცა ნახეს გილბოაყის მთაზე დაცემული საული და მისი სამი ვაჟიშვილი,
10:9გაძარცვეს იგი, აიღეს მისი თავი და საჭურველი და მოატარეს ფილისტიმელთა მთელი ქვეყნის ირგვლივ, რათა ეხარებინათ თავიანთი საკერპოებისთვის და ხალხისთვის.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 10:7
- მეფეთა ა 13:6დაინახეს ისრაელიანებმა, რომ გაუჭირდათ, რომ გაწვალდა ხალხი, და სათითაოდ მიიმალნენ გამოქვაბულებში, ეკალ-ბარდებში, კლდის ნაპრალებში, კოშკებში თუ ორმოებში.
- ლევიანი 26:31გავაუდაბურებ თქვენს ქალაქებს და დავაცარიელებ თქვენს საწმიდარებს; აღარ ვიყნოსავ თქვენგან ნაკმევ კეთილსურნელებას.
- მეორე სთვლისაება 28:43მდგმური, რომელიც შენს კარზე ცხოვრობს, შენზე მაღლა და მაღლა წავა, შენ კი სულ დაბლა დაეშვები.
- ლევიანი 26:36დანარჩენებს გულს გაგილაჩრებთ მტრების ქვეყნებში. გაფრენილი ფოთლის ხმა შეგაშინებთ და გაიქცევით, თითქოს მახვილს გაურბოდეთ. დაეცემით, მდევარი კი არავინ იქნება.
- მეფეთა ა 31:7მეორე დღეს მოვიდნენ ფილისტიმელები დახოცილთა გასაძარცვავად, და როცა ნახეს გილბოაყის მთაზე დაცემული საული და მისი სამი ვაჟიშვილი,
- მეორე სთვლისაება 28:33შენი მიწის ნაყოფს და შენს ნაშრომს შეჭამს ხალხი, რომელსაც არ იცნობ; ტანჯულ-წამებული იქნები მთელი სიცოცხლე.
- მსაჯულნი 6:2დამძიმდა მიდიანის ხელი ისრაელზე, იხიზნებოდნენ ისრაელიანები მიდიანისგან მთებში, გამოქვაბულებში და მიუვალ ადგილებში.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 10
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში