
მეფეთა ა 31:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მეორე დღეს მოვიდნენ ფილისტიმელები დახოცილთა გასაძარცვავად, და როცა ნახეს გილბოაყის მთაზე დაცემული საული და მისი სამი ვაჟიშვილი,
მეფეთა ა 31:7 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 31:7 კონტექსტში
31:5ერთ დღეს, ერთად დაიხოცნენ საული და მისი სამი ვაჟიშვილი, მისი საჭურველთმტვირთველი და ყველა მისი თანამებრძოლი.
31:6როცა დაინახეს ტაშირს გაღმა და იორდანეს გაღმით მცხოვრებმა ისრაელიანებმა, რომ უკუიქცნენ ისრაელიანები და რომ დაიხოცნენ საული და მისი ვაჟიშვილები, დააგდეს ქალაქები და თავადაც გაიქცნენ. მივიდნენ ფილისტიმელები და ჩასახლდნენ იქ.
31:7მეორე დღეს მოვიდნენ ფილისტიმელები დახოცილთა გასაძარცვავად, და როცა ნახეს გილბოაყის მთაზე დაცემული საული და მისი სამი ვაჟიშვილი,
31:8თავები დააჭრეს და საჭურველი აჰყარეს. დაგზავნეს კაცები ფილისტიმელთა ქვეყანაში, რათა ეხარებინათ ეს ამბავი საკერპოებისა და ხალხისათვის.
31:9დადვეს მისი საჭურველი აშთაროთის ტაძარში, ხოლო მისი გვამი ბეთ-შანის კედელზე მიაჭედეს.
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 31:7
- მეფეთა ა 13:6დაინახეს ისრაელიანებმა, რომ გაუჭირდათ, რომ გაწვალდა ხალხი, და სათითაოდ მიიმალნენ გამოქვაბულებში, ეკალ-ბარდებში, კლდის ნაპრალებში, კოშკებში თუ ორმოებში.
- ლევიანი 26:36დანარჩენებს გულს გაგილაჩრებთ მტრების ქვეყნებში. გაფრენილი ფოთლის ხმა შეგაშინებთ და გაიქცევით, თითქოს მახვილს გაურბოდეთ. დაეცემით, მდევარი კი არავინ იქნება.
- ლევიანი 26:32დავაცარიელებ ქვეყანას თქვენი მტრების განსაცვიფრებლად, რომლებიც იქ დასახლდებიან.
- მსაჯულნი 6:2დამძიმდა მიდიანის ხელი ისრაელზე, იხიზნებოდნენ ისრაელიანები მიდიანისგან მთებში, გამოქვაბულებში და მიუვალ ადგილებში.
- მეორე სთვლისაება 28:33შენი მიწის ნაყოფს და შენს ნაშრომს შეჭამს ხალხი, რომელსაც არ იცნობ; ტანჯულ-წამებული იქნები მთელი სიცოცხლე.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 31
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 31 · გახსენი ბიბლიის მკითხველში