
ნეშტთა შორისა ა 11:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თქვა დავითმა, ვინც ყველაზე უწინ შემუსრავს იებუსელთ, ის გახდებაო თავკაცი და სარდალი. ყველაზე უწინ იოაბ ცერუიას ძე ავიდა და გახდა სარდალი.
ნეშტთა შორისა ა 11:6 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 11:6 კონტექსტში
11:4გაილაშქრეს დავითმა და ისრაელიანებმა იერუსალიმისკენ, ანუ იებუსისკენ. იქ იყვნენ იებუსელნი - იმ ქვეყნის მკვიდრნი.
11:5უთხრეს იებუსის მკვიდრებმა დავითს, აქ ვერ შემოხვალო. მაგრამ აიღო დავითმა სიონის ციხე-სიმაგრე. ეს არის დავითის ქალაქი.
11:6თქვა დავითმა, ვინც ყველაზე უწინ შემუსრავს იებუსელთ, ის გახდებაო თავკაცი და სარდალი. ყველაზე უწინ იოაბ ცერუიას ძე ავიდა და გახდა სარდალი.
11:7დადგა დავითი ციხე-სიმაგრეში, ამიტომ უწოდეს მას დავითის ქალაქი.
11:8მან შემოაშენა ქალაქი გარშემო, მილოდან შემოგარენამდე. იოაბმა კი ძველი ქალაქი აღადგინა.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 11:6
- მეფეთა ბ 8:16იოაბ ცერუიას ძე, ჯარს სარდლობდა; ხოლო იოშაფატ ახილუდის ძე, მემატიანე იყო.
- მეფეთა ბ 20:23იოაბი სარდლობდა ისრაელის მთელ ლაშქარს, ხოლო ბენაია იეჰოიადაყის ძე - ქერეთელებსა და ფელეთელებს.
- მეფეთა ა 17:25ამბობდნენ ერთმანეთში ისრაელიანები: ხედავთ ამ კაცს, რომ აღზევებულა? ისრაელის შესარცხვენად აღზევდა იგი. მის მძლეველს დოვლათით აავსებს მეფე, თავის ასულს მიათხოვებს ცოლად და მამამისის სახლს გაააზაგებს ისრაელში.
- იესო ნავეს ძე 15:16თქვა ქალებმა: ვინც დაამარცხებს და აიღებს კირიათ-სეფერს, ცოლად მიმიცია მისთვის ჩემი ასული ყაქსა.
- იესო ნავეს ძე 15:17ღოთენიელმა, ქალების ძმის კენაზის ძემ, აიღო ქალაქი და ქალებმა ცოლად მისცა მას თავისი ასული ყაქსა.
- მეფეთა ბ 3:27როცა დაბრუნდა აბნერი ხებრონს, გაიხმო იგი იოაბმა კარიბჭის შიგნით, თითქოს განმარტოებით საუბარი სურდა მასთან, და მუცელში ჩასცა მახვილი. მოკვდა იგი იოაბის ძმის, ყასაელის სისხლის წილ.
- მეფეთა ბ 2:18იქ იმყოფებოდა ტერუიას სამი ვაჟი - იოაბი, აბიშაი და ყასაელი. ყასაელი ფეხმარდი იყო, როგორც ქურციკი, მინდორში.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 11
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 11 · გახსენი ბიბლიის მკითხველში