
მეფეთა ბ 3:27 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
როცა დაბრუნდა აბნერი ხებრონს, გაიხმო იგი იოაბმა კარიბჭის შიგნით, თითქოს განმარტოებით საუბარი სურდა მასთან, და მუცელში ჩასცა მახვილი. მოკვდა იგი იოაბის ძმის, ყასაელის სისხლის წილ.
მეფეთა ბ 3:27 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ბ 3:27 კონტექსტში
3:25ხომ იცნობ აბნერ ნერის ძეს? შენს მოსატყუებლად მოვიდა, რომ გაიგოს შენი ასავალ-დასავალი, და ყველაფერი ნახოს, რასაც აკეთებ.
3:26გამოვიდა იოაბი დავითისგან, კაცები დაადევნა აბნერს და სირას ჭიდან დააბრუნა იგი, ისე რომ არაფერი გაუგია დავითს.
3:27როცა დაბრუნდა აბნერი ხებრონს, გაიხმო იგი იოაბმა კარიბჭის შიგნით, თითქოს განმარტოებით საუბარი სურდა მასთან, და მუცელში ჩასცა მახვილი. მოკვდა იგი იოაბის ძმის, ყასაელის სისხლის წილ.
3:28როცა გაიგო მერე ეს ამბავი დავითმა, თქვა: ბრალი არ გვადევს მე და ჩემს სამეფოს უფლის წინაშე სამარადისოდ აბნერ ნერის ძის სისხლში.
3:29დაატყდეს იოაბის თავს და მამამისის სახლს! ნუმც გამოლეულა იოაბის სახლში სისხლმდინარი, კეთროვანი, ხელყავარჯნიანი, მახვილით განგმირული, პურს დანატრებული!
პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 3:27
- მეფეთა ბ 20:9უთხრა იოაბმა ყამასას: ხომ მშვიდობით ხარ, ძმაო? და წვერზე მოჰკიდა იოაბმა ყამასას მარჯვენა ხელი საკოცნელად.
- მეფეთა ბ 20:10არ მოერიდა ყამასა მახვილს, იოაბს რომ ეჭირა ხელში, ჩასცა იოაბმა ფერდში და ნაწლავები გადმოაყრევინა მიწაზე. მეორედ აღარ ჩაურტყამს, მკვდარი იყო. მერე დაედევნენ იოაბი და მისი ძმა აბიშაი შებაყ ბიქრის ძეს.
- იერემია 41:2წამოიჭრნენ ისმაელ ნეთანიას ძე და მისი თანმხლები ათი კაცი და განგმირეს მახვილით გედალია, ძე ახიკამისა, ძისა შაფანისა. მოკლეს კაცი, რომლისთვისაც ჩაბარებული ჰქონდა ბაბილონის მეფეს ქვეყანა.
- მეფეთა ბ 2:19გაეკიდა ყასაელი აბნერს, პირდაპირ მისდევდა, არ გაუხვევია აბნერისაგან არც მარჯვნივ, არც მარცხნივ.
- მეფეთა ბ 2:23არ მოინდომა მან გაცლა და უკუსცა აბნერმა მას შუბი მუცელში და მეორე მხარეს გაატანა შუბმა. იქვე დაეცა ყასაელი და ადგილზევე მოკვდა. ვინც კი მოდიოდა იმ ადგილას, სადაც დაეცა ყასაელი და მოკვდა, ყველა ჩერდებოდა.
- იერემია 41:6გამოეგება მათ ისმაელ ნეთანიას ძე მიცფადან, მოდიოდა და ტიროდა და, როცა მათ შეხვდა, უთხრა: შედით გედალია ახიკამის ძესთან!
- იერემია 41:7როცა შუაგულ ქალაქში შევიდნენ, ისინიც დახოცეს ისმაელ ნეთანიას ძემ და მასთან მყოფმა ხალხმა და ჭაში ჩაყარეს.
- მეორე სთვლისაება 27:24წყეულიმც იყოს თავისი მოყვასის ფარულად მკვლელი! იტყვის მთელი ერი: ამინ!
განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 3
სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში