
ნეშტთა შორისა ა 12:18 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მაშინ სულმა მოიცვა ყამასაი, ოცდაათის მეთაური და თქვა: მშვიდობა შენდა, დავით, იესეს ძეო, მშვიდობა შენ და მშვიდობა შენს შემწეთა, რადგან ღმერთია შენი შემწე. მიიღო ისინი დავითმა და რაზმის მეთაურობა ჩააბარა.
ნეშტთა შორისა ა 12:18 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 12:18 კონტექსტში
12:16ბენიამინისა და იუდას ძეთაგანაც მოვიდნენ დავითთან საფარში.
12:17გამოეგება მათ დავითი, გამოელაპარაკა და უთხრა: თუ სამშვიდობოდ და დამხმარედ მოსულხართ ჩემთან, გიერთგულებთ; თუ იმისთვის მოხვედით, რომ ჩემი მტრის ხელში მზაკვრულად მიმცეთ, აჰა, ჩემი ხელი სუფთაა, დაე, ჩვენი მამა-პაპის ღმერთმა იხილოს ეს და განსაჯოს.
12:18მაშინ სულმა მოიცვა ყამასაი, ოცდაათის მეთაური და თქვა: მშვიდობა შენდა, დავით, იესეს ძეო, მშვიდობა შენ და მშვიდობა შენს შემწეთა, რადგან ღმერთია შენი შემწე. მიიღო ისინი დავითმა და რაზმის მეთაურობა ჩააბარა.
12:19მენაშესგანაც მიემხრნენ დავითს, როდესაც იგი ფილისტიმელებით მიდიოდა საულთან საომრად, მაგრამ არ მიხმარებიან ისინი, რადგან ფილისტიმელთა მთავრები შეითქვნენ და უკან გამოაბრუნეს დავითი: თქვეს, ჩვენდა საზიანოდ თავის ბატონ საულს მიემხრობაო.
12:20როდესაც ციკლაგს მივიდა, მენაშესგან შეუერთდნენ: ყადნახი, იოზაბადი, იდიყაელი, მიქაელი, იოზაბადი, ელიაჰუ, ცილათი - მენაშელთა ასისთავები.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 12:18
- მსაჯულნი 6:34უფლის სულმა მოიცვა გედეონი, ბუკსა ჰკრა და გამოვიდნენ აბიყეზერელები მის დაძახილზე.
- მსაჯულნი 3:10უფლის სული იყო მასზე და გახდა იგი ისრაელის მსაჯული. გავიდა სალაშქროდ და ხელში ჩაუგდო უფალმა ქუშან-რიშთაიმი, არამის მეფე. სძლია მისმა ხელმა ქუშან-რიშთაიმს.
- მეფეთა ბ 17:25იოაბის ნაცვლად ყამასა დაადგინა აბესალომმა მხედართმთავრად. ყამასას მამა იყო კაცი, სახელად ითრა იზრეყელელი, რომელიც შევიდა აბიგაილთან, ნახაშის ასულთან, ცერუიას დასთან, იოაბის დედასთან.
- იოანე 6:67მაშინ იესომ უთხრა თორმეტს: თქვენც ხომ არ გინდათ წასვლა?
- იოანე 6:68ხოლო სიმონ-პეტრემ მიუგო: უფალო, ვისთან მივიდეთ? საუკუნო სიცოცხლის სიტყვები შენა გაქვს.
- რუთი 1:16თქვა რუთმა: ნუ მაიძულებ დაგტოვო და წავიდე შენგან, რადგან სადაც შენ მიდიხარ, მეც იქ უნდა წამოვიდე; სადაც შენ დაგიღამდება, მეც იქ უნდა დამიღამდეს. შენი ხალხი ჩემი ხალხია, შენი ღმერთი ჩემი ღმერთია.
- ეფესელთა მიმართ 6:23მშვიდობა ძმებს და სიყვარული რწმენითურთ, მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან.
- ეფესელთა მიმართ 6:24მადლი ყველას, ვისაც უცვლელი სიყვარულით უყვარს უფალი ჩვენი იესო ქრისტე. ამინ.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 12
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში