
მეფეთა ბ 17:25 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იოაბის ნაცვლად ყამასა დაადგინა აბესალომმა მხედართმთავრად. ყამასას მამა იყო კაცი, სახელად ითრა იზრეყელელი, რომელიც შევიდა აბიგაილთან, ნახაშის ასულთან, ცერუიას დასთან, იოაბის დედასთან.
მეფეთა ბ 17:25 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ბ 17:25 კონტექსტში
17:23როცა დაინახა ახითოფელმა, რომ არ გავიდა მისი თათბირი, შეკაზმა სახედარი და წავიდა სახლში, თავის ქალაქში. ანდერძი დაუტოვა სახლეულს და თავი ჩამოიღრჩო. მოკვდა და მამისეულ სამარხში დამარხეს.
17:24ამასობაში დავითი მივიდა მახანაიმში, ხოლო აბესალომმა გადალახა იორდანე და უკან მიჰყვა მთელი ისრაელის ხალხი.
17:25იოაბის ნაცვლად ყამასა დაადგინა აბესალომმა მხედართმთავრად. ყამასას მამა იყო კაცი, სახელად ითრა იზრეყელელი, რომელიც შევიდა აბიგაილთან, ნახაშის ასულთან, ცერუიას დასთან, იოაბის დედასთან.
17:26დაიბანაკა ისრაელმა და აბესალომმა გალაადის ქვეყანაში.
17:27როცა დავითი მახანაიმში მივიდა, შობი ნახაშის ძემ ყამონიანთა რაბათიდან, მაქირ ყამიელის ძემ ლოდებარიდან, ბარზილაი გალაადელმა როგელიმიდან,
პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 17:25
- მეფეთა ბ 19:13ყამასას უთხარი: განა ჩემი ძვალი და ხორცი არა ხარ? ასე და ასე მიყოს ღმერთმა და უარესიც მომისართოს, თუ იოაბის ნაცვლად შენ არ გახდე ჩემი ჯარის სარდალი სამუდამოდ.
- ნეშტთა შორისა ა 2:13იესემ შვა თავისი პირმშო ელიაბი, მეორე - აბინადაბი, მესამე - შიმყა,
- მეფეთა ბ 20:9უთხრა იოაბმა ყამასას: ხომ მშვიდობით ხარ, ძმაო? და წვერზე მოჰკიდა იოაბმა ყამასას მარჯვენა ხელი საკოცნელად.
- მეფეთა ბ 20:12შუა გზაზე სისხლში ეგდო ყამასა. დაინახა იმ კაცმა, რომ ჩერდებოდა ხალხი, და გადაათრია გზიდან მინდორში ყამასა, და სამოსელი გადააფარა, რადგან ხედავდა, ვინც კი თავს წაადგებოდა გვამს, ჩერდებოდა.
- მეფეთა ბ 20:4უთხრა მეფემ ყამასას: სამ დღეში შემიყარე იუდა და შენც აქ მეახლე.
- ნეშტთა შორისა ა 2:16მათი დები: ცერუია და აბიგაილი. ცერუიას ძენი: აბშაი, იოაბი და ყასაელი - სამნი.
- ნეშტთა შორისა ა 2:17აბიგაელმა შვა ყამასა. ყამასას მამა იეთერი ისმაელიანი იყო.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 17
სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 17 · გახსენი ბიბლიის მკითხველში