
ნეშტთა შორისა ა 12:39 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
სამ დღეს დარჩნენ ისინი იქ. ჭამდნენ და სვამდნენ, რადგან მათ ძმებს ყველაფერი მათთვის მოემზადებინათ.
ნეშტთა შორისა ა 12:39 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 12:39 კონტექსტში
12:37იორდანეს გაღმა მხრიდან გამოდიოდნენ: რეუბენიდან, გადიდან და მენაშეს ტომის ნახევრიდან ყველანაირ საბრძოლო საჭურველით - სულ ასოცი ათასი.
12:38ყველა ეს მებრძოლი ვაჟკაცი მწყობრად დარაზმული, წრფელი გულით მოვიდა ხებრონში დავითის გასამეფებლად მთელ ისრაელზე. ასევე მთელი დანარჩენი ისრაელი ერთსულოვანი იყო დავითის გასამეფებღად.
12:39სამ დღეს დარჩნენ ისინი იქ. ჭამდნენ და სვამდნენ, რადგან მათ ძმებს ყველაფერი მათთვის მოემზადებინათ.
12:40ასევე მათ მეზობლებს, ისაქარის, ზებულუნისა და ნაფთალის ტომებიდანაც კი მოჰქონდათ ვირებით, აქლემებით, ჯორებითა და ხარებით სურსათ-სანოვაგე: ფქვილეული, ლეღვი, ჩირი, ღვინო, ზეთი, უამრავი ხარ-ძროხა და ცხვარი. ეს იმიტომ, რომ სიხარული იყო ისრაელში.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 12:39
- მეფეთა ბ 6:19ჩამოურიგა მთელ ერს, ისრაელის მთელ კრებულს, კაცსა და დედაკაცს, თითო პურის კვერი, თითო ხორცის წილობი და თითო ქადა. მერე თავ-თავის სახლებში წავიდა ხალხი.
- შესაქმე 31:54დაკლა იაკობმა საკლავი მთაზე და აწვია სახლიკაცები პურის საჭმელად. მათაც ჭამეს პური და მთაზე გაათიეს ღამე.
- შესაქმე 26:30გაუმართა მათ ლხინი ისაკმა; ჭამეს და სვეს.
- მეფეთა ბ 19:42მიუგო მთელმა იუდამ ისრაელს: იმიტომ, რომ ჩვენი ახლობელია მეფე. რად გაწუხებთ ეს ამბავი? განა მეფე გვარჩენს ჩვენ, განა მოუცია ჩვენთვის საჩუქრები?
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 12
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში