
ნეშტთა შორისა ა 12:37 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იორდანეს გაღმა მხრიდან გამოდიოდნენ: რეუბენიდან, გადიდან და მენაშეს ტომის ნახევრიდან ყველანაირ საბრძოლო საჭურველით - სულ ასოცი ათასი.
ნეშტთა შორისა ა 12:37 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 12:37 კონტექსტში
12:35დანიდან იყვნენ ოცდარვაათას ექვსასნი, საომრად დარაზმულნი.
12:36აშერიდან საბრძოლველად ორმოცი ათასი საომრად დარაზმული გამოდიოდა.
12:37იორდანეს გაღმა მხრიდან გამოდიოდნენ: რეუბენიდან, გადიდან და მენაშეს ტომის ნახევრიდან ყველანაირ საბრძოლო საჭურველით - სულ ასოცი ათასი.
12:38ყველა ეს მებრძოლი ვაჟკაცი მწყობრად დარაზმული, წრფელი გულით მოვიდა ხებრონში დავითის გასამეფებლად მთელ ისრაელზე. ასევე მთელი დანარჩენი ისრაელი ერთსულოვანი იყო დავითის გასამეფებღად.
12:39სამ დღეს დარჩნენ ისინი იქ. ჭამდნენ და სვამდნენ, რადგან მათ ძმებს ყველაფერი მათთვის მოემზადებინათ.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 12:37
- იესო ნავეს ძე 22:1მაშინ დაიბარა იესომ რეუბენელები, გადელები და მენაშეს შტოს ნახევარი.
- იესო ნავეს ძე 22:10მიადგნენ იორდანეს სანახებს ქანაანის ქვეყანაში და ააშენეს იქ რეუბენიანებმა, გადიანებმა და მენაშეს შტოს ნახევარმა სამსხვერპლო იორდანესთან, დიდი სამსხვერპლო გამოსაჩენად.
- მეორე სთვლისაება 3:12ეს ქვეყანა დავისაკუთრეთ მაშინ. არნონის ხევზე მდებარე ყაროყერიდან გალაადის მთის ნახევარი თავის ქალაქებიანად რეუბენიანებს და გადიანებს მივეცი.
- მეორე სთვლისაება 3:16რეუბენიანებს და გადიანებს მივეცი მიწა გალაადიდან არნონის ხევამდე, ხევის შუაწელამდე და საზღვრამდე, იაკობის ხევამდე, ყამონელთა საზღვრამდე,
- იესო ნავეს ძე 13:7ახლა გაუყავი ეს ქვეყნები სამკვიდროებად ცხრა შტოს და მენაშეს შტოს ნახევარს.
- იესო ნავეს ძე 13:32ეს არის, რაც დაანაწილა სამკვიდროებად მოსემ მოაბის ველებზე იორდანის გაღმა, იერიხონის გასწვრივ აღმოსავლეთით.
- ნეშტთა შორისა ა 5:1რეუბენის, ისრაელის პირმშოს ძენი (იგი პირმშო იყო, მაგრამ როცა მამის სარეცელი წაბილწა, მისი პირმშოობა გადაეცა იოსებს, ისრაელის ძეს, არა იმისათვის რომ პირმშოდ ჩაწერილიყო.
- ნეშტთა შორისა ა 5:10საულის დროს აგარიანებს ეომებოდნენ და მათ ხელში ჩაცვივდნენ. დასახლდნენ მათ კარვებში, გალაადის მთელ აღმოსავლეთ მხარეში.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 12
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში