
ნეშტთა შორისა ა 13:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მიუგო მთელმა კრებულმა: დაე, ასე იყოს, ვინაიდან ეს საქმე მოსაწონია ხალხის თვალში.
ნეშტთა შორისა ა 13:4 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 13:4 კონტექსტში
13:2უთხრა დავითმა ისრაელის მთელ კრებულს: თუ თქვენ თანახმა იქნებით და თუ ეს უფლის, ჩვენი ღმერთის ნება იქნება, ხალხი გავუგზავნოთ ისრაელის ყველა მხარეში ჩვენს ძმებს, მღვდლებს, ლევიანებს მათ შემოგარენ ქალაქებში, რათა შემოგვიერთდნენ.
13:3და ჩვენთან გადმოვაბრძანოთ ჩვენი ღვთის კიდობანი, რადგან საულის დროს მისთვის არ მიგვიმართავს.
13:4მიუგო მთელმა კრებულმა: დაე, ასე იყოს, ვინაიდან ეს საქმე მოსაწონია ხალხის თვალში.
13:5შეყარა დავითმა მთელი ისრაელი. ეგვიპტის შიხორიდან ხამათის მისადგომამდე, კირიათ-იეყარიმიდან ღვთის კიდობნის გადმოსაბრძანებლად.
13:6ავიდა დავითი და მთელი ისრაელი ბაყალთაში, კირიათ-იეყარიმში, იუდას რომ ეკუთვნის, რათა იქიდან წამოებრძანებინათ კიდობანი ღვთისა, ქერუბიმებზე მჯდომარე უფლისა, რომელიც ამ სახელით იწოდება.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 13:4
- მეფეთა ბ 3:36მაშინ ყველაფერს მიხვდა მთელი ხალხი და მოეწონათ ეს ისევე, როგორც ყველაფერი მოსწონდათ, რასაც მეფე აკეთებდა.
- ესთერი 8:5თქვა: თუ მეფე ინებებს, თუ მადლი მიპოვნია მის წინაშე, თუ მოსაწონია ეს საქმე მეფისათვის და მეც კეთილად ვჩანვარ მის თვალში, უკანვე იქნას გამოთხოვილი წერილები, ჰამან ჰამადათას ძის, აგაგიელის, განზრახვა, რომელიც დაწერა მან მეფის ყველა სამთავროში მცხოვრები იუდაელების მოსასპობად.
- ნეშტთა შორისა ბ 30:4სწორად ჩაითვალა ეს ამბავი მეფისა და მთელი კრებულის თვალში.
- მეფეთა ა 18:20შეუყვარდა მიქალს, საულის ასულს, დავითი; ამცნეს საულს და მასაც მოეწონა ეს ამბავი.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 13
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში