
ნეშტთა შორისა ბ 30:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
სწორად ჩაითვალა ეს ამბავი მეფისა და მთელი კრებულის თვალში.
ნეშტთა შორისა ბ 30:4 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 30:4 კონტექსტში
30:2გადაწყვიტეს მეფემ, მისმა მთავრებმა და მთელმა კრებულმა იერუსალიმში, რომ პასექი მეორე თვეში გადაეხადათ.
30:3რადგან იმჟამად არ შეეძლო გადახდა, რაკი მღვდლები ჯერ არ იყვნენ განათლულნი და არც საკმარისი რაოდენობის ხალხი არ იყო თავმოყრილი იერუსალიმში.
30:4სწორად ჩაითვალა ეს ამბავი მეფისა და მთელი კრებულის თვალში.
30:5დაადგინეს, ხმა გაევრცელებინათ მთელ ისრაელში ბერშებადან დანამდე, რათა მოსულიყვნენ და პასექი გადაეხადათ უფლისთვის, ისრაელის ღმერთისთვის, იერუსალიმში, რადგან დიდხანს არ გადაეხადათ დაწერილის მიხედვით.
30:6მოიარეს მალემსრბოლებმა მეფისა და მისი მთავრების წერილებით მთელი ისრაელი და იუდა, და მეფის ბრძანებისამებრ გამოუცხადეს: ისრაელიანებო! დაუბრუნდით უფალს, აბრაამის, ისაკის, ისრაელის ღმერთს, და ისიც დაუბრუნდება თქვენს ნატამალს, აშურის მეფეთა ხელს რომ გადაურჩა.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 30:4
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 30
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 30 · გახსენი ბიბლიის მკითხველში