
ნეშტთა შორისა ა 14:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იქ მიატოვეს მათ თავიანთი კერპები; დავითმა ბრძანა და ცეცხლში დაწვეს ისინი.
ნეშტთა შორისა ა 14:12 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 14:12 კონტექსტში
14:10დავითი ღმერთს დაეკითხა: გავილაშქრო ფილისტიმელებზე? ჩამიგდებ მათ ხელში? მიუგო მას უფალმა: გაილაშქრე, რადგან ხელში ჩაგიგდებ ფილისტიმელებს.
14:11ავიდნენ ბაყალ-ფერაციმში და იქ სძლია დავითმა და თქვა: წალეკა უფალმა ჩემი მტრები ჩემივე ხელით, როგორც წყალი წალეკავს ხოლმე. ამიტომ ეწოდა ამ ადგილს ბაყალ-ფერაციმი.
14:12იქ მიატოვეს მათ თავიანთი კერპები; დავითმა ბრძანა და ცეცხლში დაწვეს ისინი.
14:13კვლავ გამოილაშქრეს ფილისტიმელებმა და ველზე გაიშალნენ.
14:14კვლავ დაეკითხა დავითი ღმერთს. მიუგო ღმერთმა: უკან ნუ გაეკიდები, გარს მოუარე და თუთების მხრიდან მიადექი.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 14:12
- გამოსვლა 32:20აიღო მათი გაკეთებული ხბო, ცეცხლში დაწვა, მტვრად აქცია, წყალს მოაფრქვია და ისრაელიანებს შეასვა.
- მეორე სთვლისაება 7:5ასე მოექეცით მათ: დაუნგრიეთ სამსხვერპლოები, დაულეწეთ სვეტები, გაუჩეხეთ ხემხვივანები და ცეცხლში დაწვით მათი კერპები.
- მეფეთა ა 5:2აიღეს ფილისტიმელებმა ღვთის კიდობანი და მიიტანეს დაგონის ტაძარში და გვერდით დაუყენეს დაგონს.
- მეფეთა ა 5:6დამძიმდა უფლის ხელი აშდოდელებზე; ანადგურებდა და გვემდა მათ ბუგრებით მთელ აშდოდს და მის სანახებს.
- მეორე სთვლისაება 7:25ცეცხლში დასწვით მათი ღმერთების ქანდაკები, ნუ ისურვებ ვერცხლსა და ოქროს, ზედ რომ აქვთ. ნუ წაიღებ, რომ ხაფანგად არ გექცეს, რადგან სისაძაგლეა ეს უფლის, შენი ღმერთისათვის.
- გამოსვლა 12:12მოვივლი იმ ღამით ეგვიპტის ქვეყანას და მოვაკვდინებ ყოველ პირმშოს ეგვიპტის ქვეყანაში კაციდან პირუტყვამდე, და განვსჯი ყველა ეგვიპტელ ღმერთს. მე ვარ უფალი.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 14
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 14 · გახსენი ბიბლიის მკითხველში