
მეფეთა ა 5:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დამძიმდა უფლის ხელი აშდოდელებზე; ანადგურებდა და გვემდა მათ ბუგრებით მთელ აშდოდს და მის სანახებს.
მეფეთა ა 5:6 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 5:6 კონტექსტში
5:4ადგნენ მეორე დღეს დილით, და ხედავენ, პირქვე გდია დაგონი უფლის კიდობნის წინ; დაგონის თავი და ორთავე ხელის მტევანი, მოწყვეტილნი, ყრია ზღურბლთან, მხოლოდ ტანი აქვს შერჩენილი დაგონს.
5:5ამიტომაც ერიდებიან აშდოდში დაგონის ქურუმები და დაგონის ტაძრად მიმსვლელნი დაგონის ტაძრის ზღურბლის გადალახვას.
5:6დამძიმდა უფლის ხელი აშდოდელებზე; ანადგურებდა და გვემდა მათ ბუგრებით მთელ აშდოდს და მის სანახებს.
5:7ხედავდნენ ამას აშდოდელები და ამბობდნენ: არ უნდა დარჩეს ჩვენთან ისრაელის ღვთის კიდობანი, რადგან სასტიკია მისი ხელი ჩვენზე და დაგონზე, ჩვენს ღმერთზე.
5:8შეუთვალეს და შეკრიბეს თავისთან ფილისტიმელთა მთავრები, იკითხეს: რა ვუყოთ ისრაელის ღვთის კიდობანს? თქვეს: გათში გადაიტანეთ ისრაელის ღვთის კიდობანი. და გადაიტანეს გათში ისრაელის ღვთის კიდობანი.
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 5:6
- მეფეთა ა 5:11შეუთვალეს და შეკრიბეს ფილისტიმელთა მთავრები, თქვეს: გაგზავნეთ ისრაელის ღვთის კიდობანი, დაბრუნდეს თავის ადგილზე, რომ არ ამოგვხოცოსო ჩვენ და ჩვენი ხალხი. რადგან შიშის ზარი იყო მთელ ქალაქში, მეტისმეტად დამძიმდა იქ უფლის ხელი.
- მეორე სთვლისაება 28:27მოგწყლავს უფალი ეგვიპტური ყვავილით, ბუგრით, მუნით და ქეცით, რომლისაგანაც არ იქნება განკურნება.
- გამოსვლა 9:3დაჰკრავს უფლის ხელი შენს საქონელს, მინდვრად რომ გყავს - ცხენებს, სახედრებს, აქლემებს, ცხვარ-ძროხას. გაჩნდება საშინელი ჭირი.
- ფსალმუნები 32:4რადგან დღისით და ღამით მძიმდებოდა შენი ხელი ჩემზე, სინედლე ჩემი შეიცვალა ზაფხულის გვალვით. სელა.
- მოციქულთა საქმენი 13:11აჰა, ახლა შენზეა უფლის ხელი: დაბრმავდები და დრომდე ვეღარ იხილავ მზეს. მაშინვე თავს დაატყდა წყვდიადი და უკუნეთი, აქეთ-იქით აწყდებოდა და ეძებდა გამძღოლს.
- ფსალმუნები 78:66და განგმირა მისი მტრები ზურგში, სამუდამო სირცხვილი მიანიჭა მათ.
- მეფეთა ა 5:7ხედავდნენ ამას აშდოდელები და ამბობდნენ: არ უნდა დარჩეს ჩვენთან ისრაელის ღვთის კიდობანი, რადგან სასტიკია მისი ხელი ჩვენზე და დაგონზე, ჩვენს ღმერთზე.
- იობი 31:3განა დაღუპვა არ არის უკეთურთათვის და სატანჯველი ბოროტმოქმედისთვის?
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 5
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში