
ნეშტთა შორისა ა 14:17 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დავითმა მთელ ქვეყანაზე გაითქვა სახელი და უფალმა მისი შიში მისცა ყველა ხალხს.
ნეშტთა შორისა ა 14:17 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 14:17 კონტექსტში
14:15როგორც კი თუთების კენწეროებიდან შრიალის ხმა შემოგესმება, იმ წამსვე შეიმართე საომრად, რადგან მაშინ წაგიძღვება ღმერთი ფილისტიმელთა ბანაკის შესამუსვრელად.
14:16ისე მოიქცა დავითი, როგორც ღმერთმა დაარიგა და გაბაონიდან გაზრამდე მუსრი გაავლო ფილისტიმელთა ურდოს.
14:17დავითმა მთელ ქვეყანაზე გაითქვა სახელი და უფალმა მისი შიში მისცა ყველა ხალხს.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 14:17
- მეორე სთვლისაება 2:25დღეიდან შიშსა და ძრწოლას მოვგვრი თქვენით ხალხებს ცისქვეშეთში. ვინც კი გაიგებს შენს ამბავს, შიშის ზარი დაეცემა ყველას.
- იესო ნავეს ძე 6:27უფალი იყო იესოსთან და განითქვა მისი სახელი მთელ ქვეყანაში.
- გამოსვლა 15:14გაიგონეს ხალხებმა და შეძრწუნდნენ, აცახცახდნენ ფელაშეთის მკვიდრნი.
- გამოსვლა 15:16დაეცათ თავზარი შენი ძლიერი მკლავისაგან. ქვასავით იდუმონ ვიდრე ჩაივლიდეს, უფალო, შენი ერი, ვიდრე ჩაივლიდეს ეს ხალხი, შენ რომ დაიხსენი.
- ნეშტთა შორისა ბ 26:8ყამონელნი ძღვენს უგზავნიდნენ ყუზიაჰუს და მისმა სახელმა ეგვიპტის საზღვრებამდე მიაღწია, რადგან მეტად გაძლიერდა იგი.
- ფსალმუნები 18:44მიხსენი ხალხის დავისაგან, დამაყენე ერთა უფროსად, ხალხი, რომელსაც არ ვიცნობდი, მემსახუროს მე.
- იესო ნავეს ძე 2:9უთხრა კაცებს: მე ვიცი, რომ უფალმა თქვენ მოგცათ ეს ქვეყანა, რომ თქვენმა შიშმა მოგვიცვა ყველანი და რომ ამ ქვეყნის მკვიდრნი შეძრწუნებულნი არიან თქვენ წინაშე.
- იესო ნავეს ძე 2:11შევიტყვეთ და შეგვიდრკა გული, მხნეობა აღარავის შერჩა თქვენ გამო, რადგან უფალი, თქვენი ღმერთი ღმერთია მაღლა ცაში და დაბლა დედამიწაზე.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 14
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 14 · გახსენი ბიბლიის მკითხველში