
ნეშტთა შორისა ბ 26:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ყამონელნი ძღვენს უგზავნიდნენ ყუზიაჰუს და მისმა სახელმა ეგვიპტის საზღვრებამდე მიაღწია, რადგან მეტად გაძლიერდა იგი.
ნეშტთა შორისა ბ 26:8 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 26:8 კონტექსტში
26:6გადიოდა და ებრძოდა ფილისტიმელებს. დაანგრია გათის, იაბნესა და აშდოდის კედლები. ქალაქები გააშენა აშდოდში და ფილისტიმელებში.
26:7ღმერთი შეეწეოდა ფილისტიმელების, არაბების, გურ-ბაყალის მცხოვრებთა და მეყუნელთა წინააღმდეგ.
26:8ყამონელნი ძღვენს უგზავნიდნენ ყუზიაჰუს და მისმა სახელმა ეგვიპტის საზღვრებამდე მიაღწია, რადგან მეტად გაძლიერდა იგი.
26:9ააგო ყუზიაჰუმ იერუსალიმშიკოშკები კუთხის კარიბჭეზე, ველის კარიბჭეზე და კუთხეში და გაამაგრა.
26:10ააგო კოშკები უდაბნოშიც და უამრავი ჭა ამოიყვანა, რადგან ბევრი ხარ-ძროხა ჰყავდა დაბლობში და ვაკეზე. მიწისმუშაკნი და მევენახენი კი მთებში და ქარმელში ჰყავდა, რადგან მიწის მოყვარული იყო.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 26:8
- ნეშტთა შორისა ბ 17:11ფილისტიმელთაგან იოშაფატთან მიჰქონდათ ძღვენი და ვერცხლი ხარკად. ასევე არაბებსაც მოჰყავდათ წვრილფეხა საქონელი - შვიდიათასშვიდასი ცხვარი და შვიდიათასშვიდასი თხა.
- მეფეთა ბ 8:2დაამარცხა მოაბიც, მიწაზე წააწვინა ისინი და ბაწრით გაზომა: ორი ბაწარი მოსაკლავად გადაზომა, ერთი მთელი ბაწარი - ცოცხლად დასატოვებლად. შეიქნა მოაბი დავითის მორჩილი და მოხარკე.
- შესაქმე 19:38უმცროსმაც შვა ძე და უწოდა სახელად ბენ-ყამი. იგი არის ყამონიანთა მამა დღევანდლამდე.
- მეორე სთვლისაება 2:19და უახლოედები ყამონელთა ადგილებს. ნუ უმტრობთ მათ და ნუ წაეკიდებით, რადგან არ გაძლევ ყამონელთა ქვეყნის ადგილებს სამკვიდროდ, რადგან ლოტიანთათვის მაქვს მიცემული სამკვიდროდ.
- ნეშტთა შორისა ბ 20:1ამის შემდეგ იყო, რომ მოვიდნენ მოაბიანები და ყამონიანები (ყამონელნიც მათთან იყვნენ) იოშაფატის წინააღმდეგ საბრძოლველად.
- მეფეთა ბ 8:13გაითქვა სახელი დავითმა ჩვიდმეტი ათასი არამელის დამარცხების შემდეგ მარილოვან ველზე.
- მათეს სახარება 4:24და მოედო მისი ამბავი მთელ სირიას: მოჰყავდათ მასთან უძლურნი, სხვადასხვა სენითა და ჭირით სნეულნი, ეშმაკეულნი, მთვარეულნი და დავრდომილნი, და კურნავდა მათ.
- მსაჯულნი 11:15უთხრა: ასე ამბობს იფთახი: ისრაელს არ მიუტაცებია მოაბის ქვეყანა და ყამონიანთა ქვეყანა.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 26
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 26 · გახსენი ბიბლიის მკითხველში