
ნეშტთა შორისა ა 15:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მოუხმო დავითმა ცადოკსა და აბიათარს, მღვდლებსა და ლევიანებს - ურიელს, ყასაიას, იოელს, შემაყიას, ელიელს, ყამინადაბს
ნეშტთა შორისა ა 15:11 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 15:11 კონტექსტში
15:9ხებრონიანთაგან: სარდალი ელიელი და მისი მოძმე - წინწილებს ახმიანებდნენ.
15:10ყუზიელიანთაგან: სარდალი ყამინადაბი და მისი მოძმენი - თორმეტნი.
15:11მოუხმო დავითმა ცადოკსა და აბიათარს, მღვდლებსა და ლევიანებს - ურიელს, ყასაიას, იოელს, შემაყიას, ელიელს, ყამინადაბს
15:12და უთხრა: თქვენა ხართ ლევიანთა მამისსახლების თავკაცები. განიწმიდენით თქვენ და თქვენი მოძმენი და დაასვენეთ უფლის, ისრაელის ღმერთის კიდობანი მისთვის მომზადებულ ადგილას.
15:13რაკი უწინ ამას არ ასრულებდით, უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, შეგვმუსრა, რადგან წესისამებრ არ ვეკითხბოდით მას.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 15:11
- ნეშტთა შორისა ა 12:28ცადოკს, მამაც ყმაწვილს, და მის მამისსახლს ოცდაორი მეთაური ჰყავდა.
- მეფეთა ა 22:20უამბო აბიათარმა დავითს, როგორ დახოცა საულმა უფლის მღვდლები.
- მეფეთა ა 22:23შეატყობინეს დავითს: აჰა, ფილისტიმელები დასხმიან თავს კეყილს და კალოებს აჩანაგებენ.
- ნეშტთა შორისა ა 18:16ცადოკ ახიტუბის ძე და აბიმელექ აბიათარის ძე მღვდლები იყვნენ, ხოლო სერაია მწერალი იყო.
- მეფეთა ბ 15:24იქ იყო ცადოკიც და მასთან ერთად ყველა ლევიანი, ღვთის აღთქმის კიდობნის მტვირთველნი. დაასვენეს ღვთის კიდობანი და იდგა მაღალზე აბიათარი, ვიდრე მთლიანად არ გამოვიდა ხალხი ქალაქიდან.
- მეფეთა ბ 15:29გააბრუნეს ცადოკმა და აბიათარმა ღვთის კიდობანი იერუსალიმში და იქ დარჩნენ.
- მეფეთა ბ 15:35განა შენთან არ იქნებიან იქ ცადოკი და აბიათარი, მღვდლები? რასაც გაიგონებ მეფის სასახლეში, ცადოკს და აბიათარს, მღვდლებს, შეატყობინებ.
- მეფეთა ბ 8:17ცადოკ ახიტუბის ძე და ახიმელექ აბიათარის ძე მღვდლები იყვნენ, ხოლო სერაია - მწერალი.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 15
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 15 · გახსენი ბიბლიის მკითხველში