
ნეშტთა შორისა ა 18:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ცადოკ ახიტუბის ძე და აბიმელექ აბიათარის ძე მღვდლები იყვნენ, ხოლო სერაია მწერალი იყო.
ნეშტთა შორისა ა 18:16 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 18:16 კონტექსტში
18:14მეფობდა დავითი მთელ ისრაელზე და წესსა და სამართალს აძლევდა თავის ერს.
18:15იოაბ ცერუიას ძე ჯარს სარდლობდა; ხოლო იოშაფატ ახილუდის ძე მემატიანე იყო.
18:16ცადოკ ახიტუბის ძე და აბიმელექ აბიათარის ძე მღვდლები იყვნენ, ხოლო სერაია მწერალი იყო.
18:17ბენიაჰუ იეჰოდაყის ძე ქერეთელებსა და ფერეთელებს გამგებლობდა, ხოლო დავითის ძენი პირველნი იყვნენ მეფის გვერდით.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 18:16
- მეფეთა ბ 8:17ცადოკ ახიტუბის ძე და ახიმელექ აბიათარის ძე მღვდლები იყვნენ, ხოლო სერაია - მწერალი.
- მეფეთა ბ 20:25შევა-მწერალი, ცადოკი და აბიათარი - მღვდლები.
- ნეშტთა შორისა ა 24:6ისინი აღნუსხა შემაყია ნეთანელის ძემ, ლევიანთა მწიგნობარმა, მეფისა და მთავართა წინაშე, ცადოკ მღვდლისა და ახიმელეხ აბიათარის ძის წინაშე, მღვდლების და ლევიანების მამისსახლთა თავკაცთა წინაშე. ერთი მამისსახლი ელყაზარს უყრიდა წილს და ერთი ითამარს უყრიდა წილს.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 18
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 18 · გახსენი ბიბლიის მკითხველში