
ნეშტთა შორისა ა 16:28 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შესწირეთ უფალს, ტომებო ხალხთა, შესწირეთ უფალს ქება და დიდება.
ნეშტთა შორისა ა 16:28 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 16:28 კონტექსტში
16:26რადგან ხალხთა ყველა ღმერთი - კერპებია, ხოლო უფალმა ცანი შეჰქმნა.
16:27მშვენიერება და ბრწყინვალება მის წინაშე, სიძლიერე და მომხიბლაობა - მის ტაძარში.
16:28შესწირეთ უფალს, ტომებო ხალხთა, შესწირეთ უფალს ქება და დიდება.
16:29შესწირეთ უფალს ქება მისი სახელისა, წაუღეთ ძღვენი და მიდით მის ეზოებში.
16:30ძრწოდე მის წინაშე, მთელო ქვეყნიერებავ! ხომ მტკიცეა სამყარო, არ შეირყევა.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 16:28
- კორინთელთა მიმართ ა 15:10მაგრამ ღვთის მადლით, ისა ვარ, რაცა ვარ, და მისი მადლი ჩემდამი არ ყოფილა ფუჭი, რადგანაც ყველა მათგანზე მეტი ვიღვაწე, თუმცა მე კი არა, არამედ ღვთის მადლმა, რომელიც არის ჩემთან.
- ფილიპელთა მიმართ 4:13ყველაფერი შემიძლია ჩემს განმამტკიცებელ ქრისტეში.
- ფსალმუნები 100:1ფსალმუნი სახოტბო. შეჰღაღადე უფალს, მთელო ქვეყნიერებავ!
- ფსალმუნები 100:2ემსახურეთ უფალს სიხარულით, მიდით მის წინაშე სიმღერით!
- კორინთელთა მიმართ ბ 12:9მომიგო: „შენთვის საკმარისია ჩემი მადლიც, რადგანაც ჩემი ძალა უფრო სრულად ვლინდება უძლურებაში“. ამიტომაც მეტი ხალისით დავიქადი ჩემს უძლურებას, რათა ქრისტეს ძალა დამკვიდრდეს ჩემში.
- კორინთელთა მიმართ ბ 12:10მიტომაც ვტკბები უძლურებით, შეურაცხყოფით, გაჭირვებით, დევნითა და შევიწროებით, რადგან როცა უძლური ვარ, მაშინა ვარ ძლიერი.
- ეფესელთა მიმართ 1:17რათა მოგცეთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთმა დიდების მამამ, სიბრძნისა და გამოცხადების სული მის შესაცნობად;
- ეფესელთა მიმართ 1:19ან რარიგ განუზომელია მისი ძალმოსილების სიდიადე ჩვენში, რომელთაც გვწამს მისი მძლეთამძლე ძალის წყალობით,
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 16
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში