გადასვლა შინაარსზე
მოციქულების პეტრესა და პავლეს ხატი, ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი
მოციქულები პეტრე და პავლე, ხატი. ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი. ფოტო: George E. Koronaios, CC BY-SA 4.0.

ეფესელთა მიმართ 1:17: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები

11 interpreters აპლიკაციაში

ეფესელთა მიმართ 1:17

რათა მოგცეთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთმა დიდების მამამ, სიბრძნისა და გამოცხადების სული მის შესაცნობად;

ეფესელთა მიმართ 1:17 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 12 დეკემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი 28 კვირის შაბათი (სამოციქულო).

რას ამბობენ ეკლესიის მამები: ეფესელთა მიმართ 1:17

11 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით

  1. იოანე ოქროპირი4 საუკუნე
    “რას ითხოვს წმინდა პავლე მოციქული? რისთვის აღავლენს ლოცვას? იმისთვის, რომ ‘ღმერთმა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი, მამამან დიდებისა, მოგცეთ თქვენ სული სიბრძნისა და გამოცხადებისა’. ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში მას ორი ჭეშმარიტების სწავლება სურს: თუ რა არის ჭეშმარიტი მოწოდება და როგორ ვიხსენით პირველქმნილი ბოროტებისაგან.”

    მთელი განმარტება

    რას ითხოვს წმინდა პავლე მოციქული? რისთვის აღავლენს ლოცვას? იმისთვის, რომ “ღმერთმა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი, მამამან დიდებისა, მოგცეთ თქვენ სული სიბრძნისა და გამოცხადებისა”. ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში მას ორი ჭეშმარიტების სწავლება სურს: თუ რა არის ჭეშმარიტი მოწოდება და როგორ ვიხსენით პირველქმნილი ბოროტებისაგან.

    თუმცა, იქვე ამბობს, რომ ეს ჭეშმარიტებანი სამია. მაშ, როგორ არის სამი? მომავლიდან დავიწყოთ. განკუთვნილი კურთხევებიდან ჩვენ ვიგებთ მის გამოუთქმელ და უხვ სიმდიდრეს. იმის ცოდნით, თუ ვინ ვართ ჩვენ და როგორ ვირწმუნეთ, შევიცნობთ მის ძალასა და ძლიერებას, ღმერთს მოაქციოს ისინი, ვინც ამდენი ხანი იყო განშორებული მისგან. “უძლურება ღვთისა უფრო ძლიერია, ვიდრე კაცთა” (1 კორ. 1:25). იმავე ძალით, რომლითაც აღადგინა ქრისტე, მან ჩვენც მოგვიზიდა თავისკენ. და მისი ძალა არა მხოლოდ აღდგომაში გამოვლინდა. Გაცილებით მეტშიც: “და დასჯა მარჯვენით თვისსა ზეცათა შინა, უფროჲს ყოველთა მთავრობათა და ხელმწიფებათა და ძალთა და უფლებათა და ყოვლისა სახელისა, სახელდებულისა არა ხოლო თუ საუკუნესა ამას, არამედ მერმესაცა. და ყოველივე დაამხუა ქუეშე ფერჴთა მისთა და იგი მისცა თავსა ყოველთასა ეკლესიასა, რომელი არს გუამი მისი, სავსებაჲ ყოველსა ყოველსა შინა აღმავსებელისა” (ეფეს. 1:20-23).

    ჭეშმარიტად, რაოდენ დიდებულ და გამოუთქმელ საიდუმლოებათა თანაზიარებად გაგვხადა უფალმა! საიდუმლოებებად, რომელთა გაგებაც მხოლოდ სულიწმიდის თანაზიარებითა და დიდი მადლის ღირსებით არის შესაძლებელი. ამიტომაც იწყებს პავლე მოციქული ლოცვას სიტყვებით: “მამა დიდებისა”, ანუ მამა, რომელმაც მოგვანიჭა ესოდენ დიდი სიკეთე. იგი ყოველთვის საგანთან შესაბამისად უწოდებს მას, როგორც, მაგალითად, როდესაც ამბობს: “მამა წყალობათა და ღმერთი ყოვლისა ნუგეშინისა” (2 კორ. 1:3), და როგორც წინასწარმეტყველმა თქვა: “უფალი დამამტკიცებელი ჩემი და შესავედრებელი ჩემი” (ფსალმ. 17:3).

    “მამა დიდებისა”. მოციქული ვერ პოულობს სიტყვას, რომლითაც სრულად წარმოაჩენდა ღვთის მიერ გამზადებულ სიკეთეებს და ყველგან დიდებას უწოდებს მათ, როგორც სიტყვას, რომელიც ჩვენთვის ყოველგვარ სიდიადეს აღნიშნავს.

    შეხედეთ, ღმერთს მამას მოციქული უწოდებს დიდების მამას და ქრისტეს ღმერთს. ნუთუ ძეს ნაკლები დიდება აქვს? არა, ამას ვერავინ იტყვის, მით უმეტეს, უგუნური.

    “მოგცეთ თქვენ სული სიბრძნისა”, ანუ აგამაღლოთ და აღგაფრთოვანოთ თქვენი გონება, რადგან სხვაგვარად ამის შეცნობა შეუძლებელია. “ხოლო კაცი გრძნობიერი ვერ შეიწყნარებს სულისა ღვთისასა, რამეთუ სიცოფედ ჰგონებნ მას” (1 კორ. 2:14). მაშასადამე, სულიერის გასაგებად, დაფარულის სანახავად, საჭიროა სულიერი სიბრძნე. სული ყველაფერს ხსნის და თავად ღვთის საიდუმლოებებს განმარტავს. ღვთის საიდუმლოებათა ცოდნა მხოლოდ სულს ეკუთვნის, რომელიც “იძიებს სიღრმესა ღვთისასა” (1 კორ. 2:10). არც ანგელოზი, არც მთავარანგელოზი და არც სხვა რაიმე ქმნილება არ მოგცემთ ამ ნიჭს. თუ ეს გამოცხადების ნაყოფია, მაშინ ზედმეტია ყოველგვარი გონება, რადგან ღმერთში ჩაღრმავებული და მისი შემცნობელი არაფერში დაეჭვდება, არ იტყვის: ეს შესაძლებელია, ეს კი, შეუძლებელი; არ იკამათებს, თუ როგორ შეიძლებოდა ესა თუ ის მომხდარიყო.

  2. ეფრემ ასური4 საუკუნე
  3. იერონიმე სტრიდონელი4 საუკუნე
  4. ილარიუსი პუატიელი4 საუკუნე
  5. თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე
  6. თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე
  7. ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე
  8. მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე
  9. ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე
  10. როზანოვი ნ. პ.19 საუკუნე
  11. თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე

1 / 11

ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 11 განმარტება.

ჩვენს ბიბლიოთეკაში

ეფესელთა მიმართ 1:17 კონტექსტში

1:15ამიტომ მეც, როცა გავიგე თქვენი რწმენა უფალ იესოსადმი და თქვენი სიყვარული ყველა წმიდის მიმართ,

1:16გამუდმებით მადლს ვწირავ ღმერთს თქვენ გამო და ჩემს ლოცვებში გიხსენებთ,

1:17რათა მოგცეთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთმა დიდების მამამ, სიბრძნისა და გამოცხადების სული მის შესაცნობად;

1:18და გაანათლოს თქვენი გონების თვალი, რათა შეიცნოთ, რა არის მისი ხმობის იმედი და როგორია მისი დიადი მემკვიდრეობის სიმდიდრე წმიდათა შორის,

1:19ან რარიგ განუზომელია მისი ძალმოსილების სიდიადე ჩვენში, რომელთაც გვწამს მისი მძლეთამძლე ძალის წყალობით,

პარალელური ადგილები: ეფესელთა მიმართ 1:17

განაგრძე კითხვა: ეფესელთა მიმართ 1

სრულად წაიკითხე: ეფესელთა მიმართ 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში