
ნეშტთა შორისა ა 16:41 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მათთან იყვნენ: ჰემანი, იედუთუნი და სხვა რჩეულნი, რომელნიც სახელებით იყვნენ დადგენილნი, რათა ექოთ უფლის სახელი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
ნეშტთა შორისა ა 16:41 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 16:41 კონტექსტში
16:39მღვდელი ცადოკი და მისი მღვდელმსახური ძმები უფლის სავანის წინ, გაბაონში რომ ბორცვია, იქ დააყენა,
16:40რომ მუდამ, დილა-საღამოობით, აღსავლენი აღევლინათ უფლისათვის აღსავლენის სამსხვერპლოზე და რომ ყოველივე შეესრულებინათ, რაც უფლის რჯულში სწერია და რაც მან დაუწესა ისრაელს.
16:41მათთან იყვნენ: ჰემანი, იედუთუნი და სხვა რჩეულნი, რომელნიც სახელებით იყვნენ დადგენილნი, რათა ექოთ უფლის სახელი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
16:42მათთან ერთად ჰემანი და იედუთუნი საყვირებით, წინწილებითა და საკრავებით ღვთის მგალობლებად იყვნენ დადგენილნი, იედუთუნის ძენი კი კარიბჭესთან.
16:43ყველანი თავიანთ სახლებში წავიდ-წამოვიდნენ. დავითიც თავისი სახლის დასალოცად გაბრუნდა.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 16:41
- ნეშტთა შორისა ბ 5:13ხმაშეწყობილნი იყვნენ მესაყვირენი და მგალობელნი, რათა ერთხმად ეგალობათ უფლისთვის და ედიდებინათ), როცა იქუხა საყვირებისა და წინწილების ხმამ, უფლის ქებით: რადგან კეთილია იგი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი, მაშინ სახლი, უფლის სახლი, ღრუბელმა აავსო.
- ნეშტთა შორისა ა 25:1დავითმა და მისმა მხედართმთავრებმა სამსახურისთვის დაანაწილეს ასაფის, ჰემანის და იედუთუნის ძენი, რომელნიც ბობღნებზე, ქნარებსა და წინწილებზე უკრავდნენ. იმათი რიცხვი, ვინც თავიანთ სამსახურის საქმეს ეწეოდნენ, იყო:
- ნეშტთა შორისა ა 25:6ყველა ესენი მათი მამის ლოტბარობით გალობდნენ უფლის სახლში წინწილებით, ქნარებით, ბობღნებით, ღვთის სახლის სამსახურის გასაწევად, მეფის, ასაფის, იედუთუნისა და ჰემანის ხელმძღვანელობით.
- რიცხვთა 1:17გამოიყვანეს მოსემ და აარონმა ეს კაცები, სახელდებით ჩამოთვლილნი.
- ნეშტთა შორისა ბ 7:3როცა დაინახეს ისრაელიანებმა სახლზე გადმომავალი ცეცხლი და უფლის დიდება, პირქვე დაეხვნენ ქვაფენილზე და თაყვანისცეს. აქებდნენ უფალს და ამბობდნენ: კეთილია იგი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
- ნეშტთა შორისა ა 16:34აქეთ უფალი, რადგან კეთილია იგი, რადგან უკუნისამდეა მისი წყალობა.
- ნეშტთა შორისა ბ 20:21დაეთათბირა ხალხს და დაუყენა უფალს მგალობელნი, წმიდა სამოსელში გამოწყობილნი, რომ ექოთ უფალი შეიარაღებულთა წინ გამოსვლისას, ეთქვათ: ადიდეთ უფალი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
- ნეშტთა შორისა ა 6:33მათი ძმები, ლევიანები, ღვთის სახლის სავანის ყველანაირი სამსახურისთვის იყვნენ დაყენებულნი.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 16
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში