
ნეშტთა შორისა ა 16:39 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მღვდელი ცადოკი და მისი მღვდელმსახური ძმები უფლის სავანის წინ, გაბაონში რომ ბორცვია, იქ დააყენა,
ნეშტთა შორისა ა 16:39 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 16:39 კონტექსტში
16:37დავითმა უფლის აღთქმის კიდობნის წინაშე დატოვა ასაფი და მისი ძმები, რათა კიდობნის წინაშე სამსახური გაეწიათ მუდამ, ყოველდღიურად,
16:38და ყობედ-ედომი და მისი ძმები - სამოცდარვა. ყობედ-ედომ იედუთუნის ძე და ხოსა კი კარისმცველებად,
16:39მღვდელი ცადოკი და მისი მღვდელმსახური ძმები უფლის სავანის წინ, გაბაონში რომ ბორცვია, იქ დააყენა,
16:40რომ მუდამ, დილა-საღამოობით, აღსავლენი აღევლინათ უფლისათვის აღსავლენის სამსხვერპლოზე და რომ ყოველივე შეესრულებინათ, რაც უფლის რჯულში სწერია და რაც მან დაუწესა ისრაელს.
16:41მათთან იყვნენ: ჰემანი, იედუთუნი და სხვა რჩეულნი, რომელნიც სახელებით იყვნენ დადგენილნი, რათა ექოთ უფლის სახელი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 16:39
- ნეშტთა შორისა ა 15:11მოუხმო დავითმა ცადოკსა და აბიათარს, მღვდლებსა და ლევიანებს - ურიელს, ყასაიას, იოელს, შემაყიას, ელიელს, ყამინადაბს
- ნეშტთა შორისა ბ 1:3გაემართნენ სოლომონი და მასთან ერთად მთელი კრებული იმ გორაკისაკენ, რომელიც გაბაონშია, რადგან იქ იყო ის სადღესასწაულო კარავი, მოსემ, ღვთის მორჩილმა რომ გააკეთა უდაბნოში.
- ნეშტთა შორისა ბ 1:4ხოლო ღვთის კიდობანი დავითს კირიათ-იეყარიმიდან ჰქონდა გადატანილი იმ ადგილზე, რომელიც მას მოუმზადა დავითმა, რადგან იერუსალიმში გაშალა მისი კარავი.
- ნეშტთა შორისა ა 12:28ცადოკს, მამაც ყმაწვილს, და მის მამისსახლს ოცდაორი მეთაური ჰყავდა.
- ნეშტთა შორისა ბ 1:13გაბაონში რომ გორაკია, იქიდან ჩავიდა სოლომონი იერუსალიმში და მეფობდა ისრაელზე.
- ნეშტთა შორისა ა 21:29უფლის სავანე, მოსემ უდაბნოში რომ გააკეთა, და აღსავლენის სამსხვერპლო იმჟამად გაბაონის ბორცვზე იდგა.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 16
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში