
ნეშტთა შორისა ა 17:18 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
კიდევ რა უნდა გითხრას დავითმა შენი მორჩილის განსადიდებელი? შენ თავად იცნობ შენს მორჩილს, უფალო ღმერთო.
ნეშტთა შორისა ა 17:18 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 17:18 კონტექსტში
17:16მივიდა დავით მეფე და დადგა უფლის წინაშე და თქვა: ვინა ვარ მე, უფალო ღმერთო, ვინ არის ჩემი სახლი, რომ აქამდე აღმაზევე!
17:17ესეც მცირე ყოფილა შენს თვალში, ღმერთო, რომ სამომავლოდაც აღუთქვი დაპირება შენი მორჩილის სახლს. შენ მომხედე როგორც განდიდებულ ადამიანს, უფალო ღმერთო ჩემო.
17:18კიდევ რა უნდა გითხრას დავითმა შენი მორჩილის განსადიდებელი? შენ თავად იცნობ შენს მორჩილს, უფალო ღმერთო.
17:19უფალო, შენი მორჩილისათვის და შენი გულის თანახმად აკეთებ ამ დიდებულ საქმეს, რათა გამოამჟღავნო მთელი შენი სიდიადე.
17:20უფალო, არავინაა შენი მსგავსი, არ არის ღმერთი შენს გარდა, თანახმად ყველაფრისა, რაც ჩვენი ყურით მოვისმინეთ.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 17:18
- გამოცხადება 2:23სიკვდილით მოვკლავ მის შვილებს და სცნობს ყოველი ეკლესია, რომ მე ვარ დაფარულ აზრთა და გულთა მხილველი, და მისი საქმისამებრ მივაგებ თითოეულ თქვენგანს.
- მეფეთა ა 16:7უთხრა უფალმა სამუელს: ნუ უყურებ მის გარეგნობას და ტანის სიმაღლეს, რადგან მე დავიწუნე იგი, რადგან ისე არ არის, როგორც კაცი ხედავს. რადგან კაცი მხოლოდ იმას ხედავს, რაც თვალში ხვდება, ხოლო უფალი გულს ხედავს.
- მეფეთა ა 2:30ამიტომ ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: ნათქვამი მქონდა: მარადიულად ივლიან ჩემ წინაშე შენი სახლი და მამაშენის სახლი. ამიერიდან, ამბობს უფალი, არამც და არამც! რადგან ჩემს პატივმგებელს პატივს მივაგებ, ხოლო ჩემი მოძულენი დამცირდებიან.
- მეფეთა ბ 7:20კიდევ რა უნდა გითხრას დავითმა? შენ თავად იცნობ შენს მორჩილს, უფალო ღმერთო ჩემო!
- მეფეთა ბ 7:24შენ განამტკიცე შენთვის შენი ერი ისრაელი, რომ შენი ერი ყოფილიყო სამარადისოდ და შენ, უფალო, მათი ღმერთი ყოფილიყავი!
- იოანე 21:17მესამედაც უთხრა მას: სიმონ, იონას ძეო, გიყვარვარ? შეწუხდა პეტრე, რადგან მესამედ ჰკითხა, გიყვარვარო? და უთხრა მას: უფალო, შენ ყველაფერი იცი, იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: აძოვე ჩემი ცხვრები.
- ფსალმუნები 139:1გუნდისლოტბარისათვის. დავითისფსალმუნი. უფალო, გამომცადე და შემიცანი.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 17
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 17 · გახსენი ბიბლიის მკითხველში