
ფსალმუნი 139:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გუნდისლოტბარისათვის. დავითისფსალმუნი. უფალო, გამომცადე და შემიცანი.
ფსალმუნი 139:1 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 139:1 კონტექსტში
139:1გუნდისლოტბარისათვის. დავითისფსალმუნი. უფალო, გამომცადე და შემიცანი.
139:2შენთვის ცნობილია, როდის ვჯდები და ვდგები; გაგებული გაქვს ჩემი ზრახვანი შორიდან.
139:3ჩემი სიარული და ჩემი წოლა განსაზღვრე შენ და ყველა ჩემი გზა გამოიკვლიე.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 139:1
- ებრაელთა მიმართ 4:13არ არსებობს ქმნილება, დაფარული რომ იყოს მისთვის. არამედ ყველაფერი გაშიშვლებული და გაცხადებულია მის თვალთა წინაშე, ვისაც ვაბარებთ ანგარიშს.
- იერემია 12:3მაგრამ მე მიცნობ, უფალო. მხედავ და გამოცდილი გყავს ჩემი გული. ცხვარივით გარეკე ისინი დასაკლავად და ნიშანი დაადე დახოცვის დღისთვის.
- იერემია 17:9უნდოა ყველას გული და უკურნებელი, ვინ შეიცნობს მას?
- იერემია 17:10მე, უფალი, გულთამხილავი ვარ და ზრახვათა გამომცნობელი, რათა თითოეულს მივაგო თავისი საქციელის მიხედვით, როგორც მისი მოქმედება იმსახურებს.
- ფსალმუნები 44:21განა ღმერთი არ გვაზღვევინებს ამას? რადგან მან იცის საიდუმლონი გულისა.
- ფსალმუნები 17:3შენ გასინჯვ ჩემი გული, მომინახულე ღამით, გამომცადე, ვერაფერს იპოვი; არ განუდგება ჩემი პირი განზრახვას ჩემსას.
- ფსალმუნები 139:23გამომცადე, უფალო, და შეიცან გული ჩემი; შემამოწმე და შეიცან აზრები ჩემი.
- ნეშტთა შორისა ა 28:9ხოლო შენ, სოლომონ, ძეო ჩემო, იცოდე მამაშენის ღმერთი წრფელი გულითა და ხალისიანი სულით. ემსახურე, რადგან ყოველთა გულის მხილველია უფალი და ყველა ფიქრისა და ზრახვის მცოდნეა. ძებნას თუ დაუწყებ, იპოვი კიდეც. თუ შენ მიატოვებ, ისიც სამუდამოდ მიგატოვებს.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 139
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 139 · გახსენი ბიბლიის მკითხველში