
ნეშტთა შორისა ა 17:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ყველგან შენთან ვიმყოფებოდი, სადაც არ უნდა წასულიყავი. ვანადგურებდი შენს მტრებს შენ წინაშე, განვადიდე შენი სახელი მსგავსად დიდებულთა სახელისა ამ ქვეყანაზე.
ნეშტთა შორისა ა 17:8 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 17:8 კონტექსტში
17:6ნუთუ მთელ ისრაელთან მოარულს ოდესმე სიტყვა მითქვამს ისრაელის რომელიმე მსაჯულისთვის, ვისთვისაც ჩემი ერის მწყემსობა მიბრძანებია, კედარის სახლს რატომ არ მიშენებთ-მეთქი?
17:7ახლა ასე უთხარი ჩემს მორჩილს დავითს, ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი: ფარეხიდან, ცხვრის ფარიდან, წამოგიყვანე, რომ ჩემი ერის, ისრაელის წინამძღოლი ყოფილიყავი.
17:8ყველგან შენთან ვიმყოფებოდი, სადაც არ უნდა წასულიყავი. ვანადგურებდი შენს მტრებს შენ წინაშე, განვადიდე შენი სახელი მსგავსად დიდებულთა სახელისა ამ ქვეყანაზე.
17:9ადგილი დავუდგინე ჩემს ერს, ისრაელს და დაეაფუძნე იგი. ახლა თავისთვის იცხოვრებს უშიშრად დ ბოროტმოქმედნი აღარ შეაჭირვებენ წინანდებურად.
17:10იმ დროიდან, რაც მე მსაჯულები დავუყენე ჩემს ხალხს, ისრაელს, მოსვენებული მყავხარ ყველა მტრებისგან. გამოგიცხადე, რომ სახლს აგიშენებს უფალი.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 17:8
- მეფეთა ა 18:14მუდამ ჭკვიანურად იქცეოდა დავითი და უფალი იყო მასთან.
- ნეშტთა შორისა ა 17:2უთხრა ნათანმა დავითს: გააკეთე, რაც გულში გაქვს, რადგან შენთანაა უფალი.
- ფსალმუნები 46:7ძალთა უფალი ჩვენთან არის; ჩვენი ბურჯია ღმერთი იაკობისა. სელა.
- შესაქმე 28:15აჰა, შენთანა ვარ და ყველგან დაგიფარავ, სადაც კი წახვალ; კვლავ დაგაბრუნებ ამ მიწაზე, არ მიგატოვებ, ვიდრე არ აგისრულებ ყველაფერს, რაც გითხარი.
- მეფეთა ა 18:28დაინახა საულმა და მიხვდა, რომ უფალი იყო დავითთან და უყვარდა იგი მიქალს, მის ასულს,
- ფსალმუნები 75:7ვინაიდან ღმერთი განსჯის: ერთს დაამდაბლებს და მეორეს აღამაღლებს.
- ფსალმუნები 71:21შენ გაამრავლე დიდება ჩემი და მობრუნდი ჩემს სანუგეშებლად.
- ფსალმუნები 113:7წამოაყენოს მტვრიდან საწყალი, სანაგვიდან აღამაღლოს ღატაკი.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 17
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 17 · გახსენი ბიბლიის მკითხველში