გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

ნეშტთა შორისა ა 17:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ნეშტთა შორისა ა 17:6

ნუთუ მთელ ისრაელთან მოარულს ოდესმე სიტყვა მითქვამს ისრაელის რომელიმე მსაჯულისთვის, ვისთვისაც ჩემი ერის მწყემსობა მიბრძანებია, კედარის სახლს რატომ არ მიშენებთ-მეთქი?

ნეშტთა შორისა ა 17:6 · საქართველოს საპატრიარქო

ნეშტთა შორისა ა 17:6 კონტექსტში

17:4წადი და უთხარი ჩემს მორჩილს დავითს, ასე ამბობს-თქო უფალი: განა შენ უნდა ამიშენო სახლი ჩემს სამყოფელად?

17:5მე ხომ არ დავმკვიდრებულვარ სახლში იმ დროიდან, რაც მე ისრაელი გამოვიყვანე და მე დღემდე კარვიდან კარავში და სავანიდან სავანეში ვიმყოფები.

17:6ნუთუ მთელ ისრაელთან მოარულს ოდესმე სიტყვა მითქვამს ისრაელის რომელიმე მსაჯულისთვის, ვისთვისაც ჩემი ერის მწყემსობა მიბრძანებია, კედარის სახლს რატომ არ მიშენებთ-მეთქი?

17:7ახლა ასე უთხარი ჩემს მორჩილს დავითს, ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი: ფარეხიდან, ცხვრის ფარიდან, წამოგიყვანე, რომ ჩემი ერის, ისრაელის წინამძღოლი ყოფილიყავი.

17:8ყველგან შენთან ვიმყოფებოდი, სადაც არ უნდა წასულიყავი. ვანადგურებდი შენს მტრებს შენ წინაშე, განვადიდე შენი სახელი მსგავსად დიდებულთა სახელისა ამ ქვეყანაზე.

პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 17:6

განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 17

სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 17 · გახსენი ბიბლიის მკითხველში