
ნეშტთა შორისა ა 18:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და გაგზავნა თავისი ძე ჰადორამი მეფე დავითთან მოსაკითხად და მისალოცად, რომ შეებრძოლა ჰადარყეზერს და სძლია მას, რადგან თოყის მოსისხლე იყო ჰადარყეზერი. თან გაატანა ოქრო-ვერცხლისა და სპილენძის ჭურჭელი.
ნეშტთა შორისა ა 18:10 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 18:10 კონტექსტში
18:8დიდძალი სპილენძი წამოიღო დავითმა ტიბხათიდან და ქუნიდან, ჰადარყეზერის ქალაქებიდან, რომლისგანაც შემდეგ სოლომონმა გააკეთა სპილენძის საბანელი, ბოძები და სპილენძის ჭურჭელი.
18:9შეიტყო თოყიმ, ხათის მეფემ, რომ სძლია დავითმა ჰადარყეზერს, ცობას მეფეს.
18:10და გაგზავნა თავისი ძე ჰადორამი მეფე დავითთან მოსაკითხად და მისალოცად, რომ შეებრძოლა ჰადარყეზერს და სძლია მას, რადგან თოყის მოსისხლე იყო ჰადარყეზერი. თან გაატანა ოქრო-ვერცხლისა და სპილენძის ჭურჭელი.
18:11მეფე დავითმა ესეც უფალს შესწირა იმ შეწირულ ოქრო-ვერცხლთან ერთად, დამორჩილებულ ხალხებს: ედომს, მოაბს, ყამონიანებს, ფილისტიმელთ და ყამალეკს რომ წაართვა.
18:12აბეშაი ცერუიას ძემ თვრამეტი ათასი ედომელი ამოწყვიტა მარილოვან ველზე.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 18:10
- მეფეთა ბ 8:10და გაგზავნა თოყიმ თავისი ძე იორამი დავითთან მოსაკითხავად და მისალოცად, რომ შეებრძოლა ჰადარყეზერს და სძლია მას, რადგან თოყის მოსისხლე იყო ყადარყეზერი. თან გაატანა ოქრო-ვერცხლისა და სპილენძის ჭურჭელი.
- ნეშტთა შორისა ბ 9:23ამქვეყნად ყველა მეფე ესწრაფოდა სოლომონის ნახვას, რომ მოესმინა მისი სიბრძნე, რომელიც გულში ჩაუდო ღმერთმა.
- ნეშტთა შორისა ბ 9:24ყველას თავისი ძღვენი მოჰქონდა: ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი, შესამოსელი, საჭურველი, ნელსაცხებლები, ცხენები და ჯორები, ასე იყო ყოველწლიურად.
- ესაია 39:1ამ დროს გამოუგზავნა მეროდახ-ბალადან ბალადანის ძემ, ბაბილონის მეფემ, ხიზკიაჰუს წერილები და ძღვენი, რადგან გაგებული ჰქონდა, რომ ავად იყო და მომაგრდა.
- ნეშტთა შორისა ბ 9:1შეიტყო საბას დედოფალმა სოლომონის ამბავი და მოვიდა იერუსალიმში, რომ გამოცანებით გამოეცადა სოლომონი. მოვიდა დიდძალი დოვლათით. აქლემებს მოჰქონდათ ნელსაცხებლები, მრავლად ოქრო და ძვირფასი თვლები. მოვიდა მასთან და ელაპარაკა ყველაფერზე, რაც გულში ჰქონდა.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 18
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 18 · გახსენი ბიბლიის მკითხველში