
ნეშტთა შორისა ა 18:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მეფე დავითმა ესეც უფალს შესწირა იმ შეწირულ ოქრო-ვერცხლთან ერთად, დამორჩილებულ ხალხებს: ედომს, მოაბს, ყამონიანებს, ფილისტიმელთ და ყამალეკს რომ წაართვა.
ნეშტთა შორისა ა 18:11 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 18:11 კონტექსტში
18:9შეიტყო თოყიმ, ხათის მეფემ, რომ სძლია დავითმა ჰადარყეზერს, ცობას მეფეს.
18:10და გაგზავნა თავისი ძე ჰადორამი მეფე დავითთან მოსაკითხად და მისალოცად, რომ შეებრძოლა ჰადარყეზერს და სძლია მას, რადგან თოყის მოსისხლე იყო ჰადარყეზერი. თან გაატანა ოქრო-ვერცხლისა და სპილენძის ჭურჭელი.
18:11მეფე დავითმა ესეც უფალს შესწირა იმ შეწირულ ოქრო-ვერცხლთან ერთად, დამორჩილებულ ხალხებს: ედომს, მოაბს, ყამონიანებს, ფილისტიმელთ და ყამალეკს რომ წაართვა.
18:12აბეშაი ცერუიას ძემ თვრამეტი ათასი ედომელი ამოწყვიტა მარილოვან ველზე.
18:13დააყენა ედომში ხელისუფალნი და შეიქნა მთელი ედომი დავითის მორჩილი. ყველგან, სადაც არ უნდა წასულიყო, უფალი შეეწეოდა დავითს.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 18:11
- გამოსვლა 35:5გაიღეთ ძღვენი უფლისათვის; ყველამ თავისი გულუხვობით მიიტანოს საუფლო ძღვენი - ოქრო, ვერცხლი და სპილენძი,
- მიქა 4:13მიდექი და ლეწე, სიონის-ასულო, რადგან რკინის რქებს დაგასხამ და სპილენძის ჩლიქებს გაგიკეთებ, რომ გააცამტვერო უამრავი ხალხები და შესწირო უფალს მათი მონახვეჭი და მათი დოვლათი მთელი ქვეყნიერების უფალს.
- იესო ნავეს ძე 6:19მთელი ოქრო-ვერცხლი, სპილენძისა და რკინის ჭურჭელი უფლის სიწმიდე უნდა იყოს, უფლის საგანძურში უნდა შევიდეს.
- ნეშტთა შორისა ა 26:26ის შელომითი თავისი ძმებითურთ დარაჯობდა შემოწირულობათა მთელ საგანძურს, რომელიც მეფე დავითმა, მამისსახლთა თავკაცებმა, ათასისთავებმა, ასისთავებმა და სარდლებმა შესწირეს.
- ნეშტთა შორისა ა 26:27ომიდან და ნაალაფრიდან სწირავდნენ უფლის სახლის შესანახად.
- ნეშტთა შორისა ა 26:20ლევიანთაგან: ახია ღვთის სახლის საგანძურსა და შენაწირი ნივთების საგანძურს დარაჯობდა.
- მეფეთა ბ 8:11ეს ჭურჭელიც შესწირა მეფე დავითმა უფალს იმ შეწირულ ოქრო-ვერცხლთან ერთად, დამორჩილებულ ხალხებს რომ წაართვა -
- მეფეთა ბ 8:12არამს, მოაბს, ყამონიანებს, ფილისტიმელებს, ყამალეკს, აგრეთვე ჰადარყეზერ რეხობის ძეს, ცობას მეფეს.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 18
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 18 · გახსენი ბიბლიის მკითხველში