
ნეშტთა შორისა ა 18:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მეფობდა დავითი მთელ ისრაელზე და წესსა და სამართალს აძლევდა თავის ერს.
ნეშტთა შორისა ა 18:14 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 18:14 კონტექსტში
18:12აბეშაი ცერუიას ძემ თვრამეტი ათასი ედომელი ამოწყვიტა მარილოვან ველზე.
18:13დააყენა ედომში ხელისუფალნი და შეიქნა მთელი ედომი დავითის მორჩილი. ყველგან, სადაც არ უნდა წასულიყო, უფალი შეეწეოდა დავითს.
18:14მეფობდა დავითი მთელ ისრაელზე და წესსა და სამართალს აძლევდა თავის ერს.
18:15იოაბ ცერუიას ძე ჯარს სარდლობდა; ხოლო იოშაფატ ახილუდის ძე მემატიანე იყო.
18:16ცადოკ ახიტუბის ძე და აბიმელექ აბიათარის ძე მღვდლები იყვნენ, ხოლო სერაია მწერალი იყო.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 18:14
- იერემია 33:15იმ დღეებში და იმჟამად აღმოვუცენებ დავითს ჭეშმარიტ მორჩს და გავაჩენ სამართალს და სიმართლეს ქვეყანაში.
- ფსალმუნები 89:14სიმართლე და მართლმსაჯულებაა შენი ტახტის საფუძველი, წყალობა და ჭეშმარიტება წინ გეგებებიან.
- იერემია 22:15იმიტომ ხომ არ მეფობ, რომ კედარზე შეიშალო? მამაშენიც ხომ ჭამდა და სვამდა, მაგრამ წესსა და სამართალს იცავდა, და სიკეთე იყო მისთვის.
- ფსალმუნები 78:71მეწველი ჯოგიდან მოიყვანა იგი იაკობის - თავისი ხალხის და ისრაელის - თავისი სამკვიდრებლის სამწყემსად.
- ფსალმუნები 78:72და მწყემსა ისინი თავისი სპეტაკი გულით და თავის ხელთა გონიერებით უძღოდა მათ.
- ესაია 9:7ხელმწიფების განსადიდებლად და უბოლოო მშვიდობისთვის დავითის ტახტზე და მის სამეფოში, მის განსამტკიცებლად და გასაძლიერებლად სამართალში და სიმართლეში აწ და მარადის. ცაბაოთ უფლის შური აღასრულებს ამას.
- იერემია 23:5აჰა, დადგება ჟამი, ამბობს უფალი, და აღვუდგენ დავითს მართალ მორჩს; მეფედ იმეფებს და ბრძნულად მოიქცევა; გააჩენს სამართალს და სიმართლეს ქვეყანაში.
- იერემია 23:6მის დროს თავს დაიხსნის იუდა და იმედიანად იცხოვრებს ისრაელი; ეს იქნება მისი სახელი, რომელსაც დაარქმევენ: უფალია ჩვენი სიმართლე.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 18
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 18 · გახსენი ბიბლიის მკითხველში