გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

ნეშტთა შორისა ა 18:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ნეშტთა შორისა ა 18:6

დაადგინა დავითმა ხელისუფალნი დამასკოს არამში და შეიქნენ არამელები დავითის მორჩილნი და მოხარკენი. სადაც არ უნდა წასულიყო დავითი, ყველგან უფალი შეეწეოდა.

ნეშტთა შორისა ა 18:6 · საქართველოს საპატრიარქო

ნეშტთა შორისა ა 18:6 კონტექსტში

18:4წაართვა მას დავითმა ათასი ეტლი, შვიდი ათასი ცხენოსანი და ოციათასი ქვეითი. ეტლის ცხენებს ძარღვები გადაუჭრა დავითმა, მხოლოდ ასი ეტლი დაიტოვა მათგან.

18:5მოვიდნენ დამასკოს არამელები ცობას მეფის ჰადარყეზერის დასახმარებლად და მუსრი გაავლო დავითმა არამელთაგან ოცდაორიათას კაცს.

18:6დაადგინა დავითმა ხელისუფალნი დამასკოს არამში და შეიქნენ არამელები დავითის მორჩილნი და მოხარკენი. სადაც არ უნდა წასულიყო დავითი, ყველგან უფალი შეეწეოდა.

18:7აიღო დავითმა ოქროს ფარები, ჰადარყეზერის მსახურებს რომ ჰქონდათ, და იერუსალიმში მოიტანა.

18:8დიდძალი სპილენძი წამოიღო დავითმა ტიბხათიდან და ქუნიდან, ჰადარყეზერის ქალაქებიდან, რომლისგანაც შემდეგ სოლომონმა გააკეთა სპილენძის საბანელი, ბოძები და სპილენძის ჭურჭელი.

პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 18:6

განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 18

სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 18 · გახსენი ბიბლიის მკითხველში