
ნეშტთა შორისა ა 2:50 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ესენი იყვნენ ქალების ძენი: ხურის ძე შობალი, ეფრათას პირმშო, მამა კირიათ-იეყარიმისა,
ნეშტთა შორისა ა 2:50 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 2:50 კონტექსტში
2:48ქალების ხარჭას, მაყაქას, შეეძინა: შებერი, თირხანა,
2:49მადმანას მამა შაყაფი, მაქბენასა და გიბყას მამა შევა. ქალების ასული ყაქსა.
2:50ესენი იყვნენ ქალების ძენი: ხურის ძე შობალი, ეფრათას პირმშო, მამა კირიათ-იეყარიმისა,
2:51სალმა, მამა ბეთ-ლეხემისა, და ხარეფი, მამა ბეთ-გადელისა.
2:52შობალს, კირიათ-იეყარიმის მამას, ჰყავდა ვაჟები - ჰაროე და ხაცი-ჰამენუხოთი.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 2:50
- ნეშტთა შორისა ა 13:5შეყარა დავითმა მთელი ისრაელი. ეგვიპტის შიხორიდან ხამათის მისადგომამდე, კირიათ-იეყარიმიდან ღვთის კიდობნის გადმოსაბრძანებლად.
- ნეშტთა შორისა ა 13:6ავიდა დავითი და მთელი ისრაელი ბაყალთაში, კირიათ-იეყარიმში, იუდას რომ ეკუთვნის, რათა იქიდან წამოებრძანებინათ კიდობანი ღვთისა, ქერუბიმებზე მჯდომარე უფლისა, რომელიც ამ სახელით იწოდება.
- ნეშტთა შორისა ა 2:19მოკვდა ეაზუბა და ქალებმა ეფრათი შეირთო ცოლად. მასთან შეეძინა ხური.
- ნეშტთა შორისა ა 2:20ხურმა შვა ური, ურმა შვა ბეცალიელი.
- ნეშტთა შორისა ა 2:53კირიათ-იეყარიმის საგვარეულონი: ითრიელნი, ფუთიელნი, შუმათიელნი და მიშრაყიელნი. მათგან გამოვიდნენ: ცორყელნი და ეშთაოლელნი.
- იესო ნავეს ძე 15:60კირიათ-ბაყალი, ანუ კირიათ იეყარიმი და ჰარაბა - ორი ქალაქი თავისი დაბებითურთ.
- ნეშტთა შორისა ა 4:4ფენუელი, გედორის მამა, და ყეზერი, ხუშას მამა.
- მეფეთა ა 7:1მოვიდნენ კირიათ-იეყარიმელნი, წაიღეს უფლის კიდობანი და მიიტანეს აბინადაბის სახლში, გორაკზე, და განაწესეს მისი შვილი, ელეაზარი, უფლის კიდობნის დასაცავად.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 2
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში