
მეფეთა ა 7:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მოვიდნენ კირიათ-იეყარიმელნი, წაიღეს უფლის კიდობანი და მიიტანეს აბინადაბის სახლში, გორაკზე, და განაწესეს მისი შვილი, ელეაზარი, უფლის კიდობნის დასაცავად.
მეფეთა ა 7:1 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 7:1 კონტექსტში
7:1მოვიდნენ კირიათ-იეყარიმელნი, წაიღეს უფლის კიდობანი და მიიტანეს აბინადაბის სახლში, გორაკზე, და განაწესეს მისი შვილი, ელეაზარი, უფლის კიდობნის დასაცავად.
7:2გამოხდა მრავალი ხანი კიდობნის დასვენებიდან კირიათ-იეყარიმში, გავიდა ოცი წელი და მოენატრა უფალი მთელ ისრაელს.
7:3ასე უთხრა სამუელმა მთელ ისრაელის სახლს: თუ მთელი გულით მიისწრაფით უფლისკენ, მოიშორეთ უცხო ღმერთები და აშთორეთები; მიმართეთ გულები უფლისაკენ და მხოლოდ მას ემსახურეთ; მაშინ გიხსნით იგი ფილისტიმელთაგან.
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 7:1
- ფსალმუნები 132:6აგერ მოვისმინეთ მის შესახებ, ეფრათში, ვიპოვეთ იგი ტყიან ველზე.
- ესაია 52:11წამოდით, წამოდით, გამოდით მანდედან! უწმიდურს ნუ მიეკარებით. გამოდით მისგან! განიწმიდენით, უფლის საჭურჭლის მტვირთველნო!
- ნეშტთა შორისა ა 13:5შეყარა დავითმა მთელი ისრაელი. ეგვიპტის შიხორიდან ხამათის მისადგომამდე, კირიათ-იეყარიმიდან ღვთის კიდობნის გადმოსაბრძანებლად.
- ნეშტთა შორისა ა 13:7დაასვენეს ღვთის კიდობანი ახალ ურემზე და წამოაბრძანეს აბინადაბის სახლიდან. ურემს ყუზა და ახიო მიჰყვებოდნენ.
- იესო ნავეს ძე 18:14უხვევს საზღვარი და მიემართება დასავლეთისკენ მთის სამხრეთ კალთებზე, ბეთ-ხორონის გასწვრივ რომ არის სამხრეთით, და წყდება კირიათ-ბაყალთან ანუ კირიათ-იეყარიმთან, იუდაელთა ქალაქთან. ეს დასავლეთი მხარეა.
- მეფეთა ა 6:21გაუგზავნეს მოციქულები კირიათ-იეყარიმის მოსახლეობას: დააბრუნეს ფილისტიმელებმა უფლის კიდობანი, ჩამოდით და წაიღეთო.
- მეფეთა ბ 6:2ადგა და წავიდა დავითი მთელი ხალხითურთ, ვინც მასთან იყო, იუდას ბაალედან, რომ ამოეტანათ ღვთის კიდობანი, რომელსაც ეწოდა სახელი ცაბაოთ უფლისა, ქერუბიმებზე მჯდომარისა.
- მეფეთა ბ 6:4გამოიდგნეს აბინადაბის სახლიდან, გიბყაში რომ არის; ყუზა ღვთის კიდობნის გვერდით მოდიოდა, ახიო წინ მიუძღვებოდა კიდობანს.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 7
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში