
ნეშტთა შორისა ა 2:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ქარამის ძენი: ყაქარი, ფიცი რომ გადეხა და ისრაელს უბედურება შეამთხვია.
ნეშტთა შორისა ა 2:7 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 2:7 კონტექსტში
2:5ფერეცის ძენი: ხეცრონი და ხამული.
2:6ზერახის ძენი: ზიმრი, ეთანი, ჰემანი, ქალქოლი და დარაყი - ხუთნი.
2:7ქარამის ძენი: ყაქარი, ფიცი რომ გადეხა და ისრაელს უბედურება შეამთხვია.
2:9ხეცრონის ძენი, მას რომ შეეძინნენ: იერახმეელი, რამი და ქელუბაი.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 2:7
- იესო ნავეს ძე 6:18ოღონდ თქვენ ერიდეთ დარისხებულს, რომ თავადაც არ გახდეთ დარისხებული. არაფერი აიღოთ დარისხებულიდან, რომ შეჩვენებას არ მისცეთ ისრაელის ბანაკი და უბედურება არ დაატეხოთ თავზე.
- მეორე სთვლისაება 7:26არ შეიტანო სისაძაგლე შენს სახლში, რომ შენც მასავით დარისხებული არ გახდე. გეზიზღებოდეს და გძაგდეს, რადგან დარისხებულია იგი.
- იესო ნავეს ძე 7:1ხელჰყვეს ისრაელიანებმა დარისხებული. აიღო ყაქანმა, ძემ ქარმისა, ძისა ზაბდისა, ძისა ზარახისა, იუდაელმა, დარისხებულიდან წილი და აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელიანებზე.
- იესო ნავეს ძე 7:5დახოცეს მათგან ჰაღაიელებმა ოცდათექვსმეტამდე კაცი და დაედევნენ კარიბჭიდან შებარიმამდე და გაწყვიტეს ისინი ფერდობზე. შედრკა მათი გული, წყალივით გახდა.
- იესო ნავეს ძე 7:11შესცოდა ისრაელმა და დაარღვია კიდეც ჩემთან დადებული აღთქმა: აიღეს კიდეც დარისხებული, მოიპარეს, გადამალეს და თავის საქონელთან დადეს.
- იესო ნავეს ძე 7:15ვინც დაჭერილი იქნება დარისხებულის წაღებაში, ცეცხლს უნდა მიეცეს იგი მთელი თავისი საბადებელითურთ, რადგან დაარღვია უფლის აღთქმა და უწმიდურება ჩაიდინა ისრაელში.
- იესო ნავეს ძე 7:25თქვა იესომ: რაკი უბედურებას შეგვყარე, დღესვე უბედურება დაგატეხოს უფალმა. და ქვით ჩაქოლა იგი მთელმა ისრაელმა. ცეცხლი წაუკიდეს ყველას და ზედ ქვები დაახვავეს.
- იესო ნავეს ძე 22:20განა აქან ზარახის ძე არ იყო, დარისხებულს რომ შეჰბედა? მაგრამ რისხვა ისრაელის მთელ საზოგადოებას დაატყდა თავს. მარტო ის არ მომკვდარა მისი დანაშაულის გამო.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 2
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში