
იესო ნავეს ძე 6:18 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ოღონდ თქვენ ერიდეთ დარისხებულს, რომ თავადაც არ გახდეთ დარისხებული. არაფერი აიღოთ დარისხებულიდან, რომ შეჩვენებას არ მისცეთ ისრაელის ბანაკი და უბედურება არ დაატეხოთ თავზე.
იესო ნავეს ძე 6:18 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 6:18 კონტექსტში
6:16მეშვიდე ჯერზე, როცა ეკი დააყვირეს მღვდლებმა, უბრძანა იესომ ხალხს: დაეცით ყიჟინა, რადგან ხელში ჩაგიგდოთ უფალმა ქალაქი.
6:17უფლისათვის უნდა იქნას დარისხებული ქალაქი და ყველაფერი, რაც მასშია; მხოლოდ მეძავი რახაბი და ყველა, ვინც მასთან ერთად არის მის სახლში, უნდა გადარჩნენ, რადგან ჩვენი მიგზავნილი მსტოვრები დამალა.
6:18ოღონდ თქვენ ერიდეთ დარისხებულს, რომ თავადაც არ გახდეთ დარისხებული. არაფერი აიღოთ დარისხებულიდან, რომ შეჩვენებას არ მისცეთ ისრაელის ბანაკი და უბედურება არ დაატეხოთ თავზე.
6:19მთელი ოქრო-ვერცხლი, სპილენძისა და რკინის ჭურჭელი უფლის სიწმიდე უნდა იყოს, უფლის საგანძურში უნდა შევიდეს.
6:20ახმაურდა ხალხი და დააყვირეს ბუკებიც. როგორც კი ხალხს ბუკის ხმა მოესმა, დასცა ხალხმა დიდი ყიჟინა და ადგილზევე ჩამოიქცა კედლები. ავიდა ხალხი ქალაქში, თითოეული თავისი გზით, და აიღეს ქალაქი.
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 6:18
- იოანეს ეპისტოლე ა 5:21შვილებო, დაიცავით თავი კერპთაგან. ამინ.
- ეფესელთა მიმართ 5:11ნუ ეზიარებით ბნელის უნაყოფო საქმეს, არამედ უმეტესად ამხილეთ,
- იესო ნავეს ძე 7:11შესცოდა ისრაელმა და დაარღვია კიდეც ჩემთან დადებული აღთქმა: აიღეს კიდეც დარისხებული, მოიპარეს, გადამალეს და თავის საქონელთან დადეს.
- იესო ნავეს ძე 7:12ვერ გაუმკლავდებიან მტრებს ისრაელიანები და ზურგს შეაქცევენ მათ, რადგან დარისხებულნი არიან. აღარ ვიქნები თქვენთან, თუ არ მოსპობთ თქვენ შორის დარისხებულს.
- იესო ნავეს ძე 7:1ხელჰყვეს ისრაელიანებმა დარისხებული. აიღო ყაქანმა, ძემ ქარმისა, ძისა ზაბდისა, ძისა ზარახისა, იუდაელმა, დარისხებულიდან წილი და აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელიანებზე.
- იესო ნავეს ძე 7:25თქვა იესომ: რაკი უბედურებას შეგვყარე, დღესვე უბედურება დაგატეხოს უფალმა. და ქვით ჩაქოლა იგი მთელმა ისრაელმა. ცეცხლი წაუკიდეს ყველას და ზედ ქვები დაახვავეს.
- კორინთელთა მიმართ ბ 6:17ამიტომ გამოდით და გამოეყავით მათ, ამბობს უფალი, ნუ შეეხებით უწმინდურს და მე შეგიწყნარებთ თქვენ.
- იაკობის ეპისტოლე 1:27წმიდა და უმწიკვლო მსახურება ღვთისა და მამის წინაშე ისაა, რომ გაჭირვებაში მიხედო ქვრივ-ობლებს და ამ ქვეყნისაგან შეურყვნელად დაიცვა თავი.
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 6
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში