გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

ნეშტთა შორისა ა 21:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ნეშტთა შორისა ა 21:14

მოავლინა უფალმა შავი ჭირი ისრაელში და სამოცდაათი ათასი კაცი გაწყდა ისრაელში.

ნეშტთა შორისა ა 21:14 · საქართველოს საპატრიარქო

ნეშტთა შორისა ა 21:14 კონტექსტში

21:12სამი წლის შიმშილობა გირჩევნია, სამი თვის ლტოლვილობა შენი მტრისგან და მათ მიერ შენი დევნა, და უფლის ანგელოზი, შემმუსრველი, ისრაელის მთელ სამკვიდრებელში.

21:13უთხრა დავითმა გადს: დამწუხრებული ვარ დიდად. მაგრამ მიჯობს უფლის ხელში ჩავვარდე, რადგან დიდია მისი მოწყალება, ოღონდაც კაცის ხელში ნუ ჩავვარდები.

21:14მოავლინა უფალმა შავი ჭირი ისრაელში და სამოცდაათი ათასი კაცი გაწყდა ისრაელში.

21:15იერუსალიმში ანგელოზი გაგზავნა მის გასანადგურებლად. როდესაც მან განადგურებას მიჰყო ხელი, მოხედა უფალმა და აკმარა უბედურება, უთხრა შემმუსრველ ანგელოზს: კმარა, ახლა უკან წაიღე ხელი! უფლის ანგელოზი ორნან იებუსელის კალოსთან იდგა.

21:16გაიხედა და დაინახა დავითმა ცასა და დედამიწას შუა მდგარი უფლის ანგელოზი, ხელში თავისი გაშიშვლებული მახვილი ეჭირა, იერუსალიმზე დაღირებული. დავითი და უხუცესნი, სახეშებურვილნი, პირქვე დაემხვნენ.

პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 21:14

განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 21

სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 21 · გახსენი ბიბლიის მკითხველში