
ნეშტთა შორისა ა 23:27 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დავითის უკანასკნელი სიტყვების მიხედვით აღრიცხეს ოცი წლის ასაკს გადაცილებული ლევიანები.
ნეშტთა შორისა ა 23:27 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 23:27 კონტექსტში
23:25ვინაიდან თქვა დავითმა: უფალმა ღმერთმა მისცა მშვიდობა ისრაელს, თავის ერს, და იერუსალიმში დამკვიდრდა იგი სამარადისოდ.
23:26აღარც ლევიანებს დასჭირდებათ სამსახურის გასაწევად სავანისა და მისი ჭურჭლეულის ტარება.
23:27დავითის უკანასკნელი სიტყვების მიხედვით აღრიცხეს ოცი წლის ასაკს გადაცილებული ლევიანები.
23:28ისინი უნდა მდგარიყვნენ აარონიანთა გვერდით, ემსახურათ უფლის სახლში, ეზოებში და ოთახებში, სუფთად შეენახათ ყოველი სიწმიდე და აღესრულებინათ ღვთის სახლის სამსახური,
23:29ეზრუნათ საწირ პურზე, ძღვენზე, უფუარ კვერებზე, ტაფებზე და შესაწვავზე, ყველაფრის არწყვა-აწონაზე,
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 23:27
- ნეშტთა შორისა ა 23:24აჰა, ლევის ძენი, თავ-თავიანთი მამისსახლების მიხედვით, მამისსახლთა თავკაცები, სახელებისა და სულადობის რიცხვის მიხედვით აღრიცხულნი, რომელნიც უფლის სახლის სამსახურის საქმეს უძღვებოდნენ, ოცი წლის ასაკს გადაცილებულნი.
- ნეშტთა შორისა ა 23:3აღრიცხეს ოცდაათ წელს გადაცილებული ლევიანები. გამოვიდა სულ ოცდათვრამეტი ათასი კაცი.
- მეფეთა ბ 23:1ეს არის დავითის უკანასკნელი სიტყვები, რომელნიც წარმოთქვა დავითმა, იესეს ძემ, კაცმა, მაღლით დადგინებულმა, იაკობის ღვთის ცხებულმა და ისრაელის ტკბილხმიანმა მგალობელმა:
- ფსალმუნები 72:20დამთავრდა ლოცვანი დავითისა, იესეს ძისა.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 23
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 23 · გახსენი ბიბლიის მკითხველში