
ნეშტთა შორისა ა 23:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აღრიცხეს ოცდაათ წელს გადაცილებული ლევიანები. გამოვიდა სულ ოცდათვრამეტი ათასი კაცი.
ნეშტთა შორისა ა 23:3 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 23:3 კონტექსტში
23:1როცა დავითი მოხუცდა და გაძღა წლებით, თავისი ვაჟი სოლომონი გაამეფა ისრაელზე.
23:2თავი მოუყარა ისრაელის მთავრებს, მღვდლებსა დ ლევიანებს.
23:3აღრიცხეს ოცდაათ წელს გადაცილებული ლევიანები. გამოვიდა სულ ოცდათვრამეტი ათასი კაცი.
23:4აქედან ოცდაოთხიათასი უფლის სახლის საქმეს უძღვებოდა, ექვსი ათასი კი მწიგნობრები და მსაჯულები იყვნენ.
23:5ოთხიათასი კარისმცველი იყო, ოთხიათასი კი იმ საკრავებით ადიდებდა უფალს, რომელნიც დავითმა გააკეთა.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 23:3
- ნეშტთა შორისა ა 23:24აჰა, ლევის ძენი, თავ-თავიანთი მამისსახლების მიხედვით, მამისსახლთა თავკაცები, სახელებისა და სულადობის რიცხვის მიხედვით აღრიცხულნი, რომელნიც უფლის სახლის სამსახურის საქმეს უძღვებოდნენ, ოცი წლის ასაკს გადაცილებულნი.
- რიცხვთა 4:2დაითვალე კეჰათიანები ლევიანებში მათი საგვარეულოების, მათი მამისსახლების მიხედვით,
- რიცხვთა 4:49უფლის ბრძანებით და მოსეს ხელმძღვანელობით მიეჩინა თითოეულს მისი საქმე და მისი სატარებელი ტვირთი და აღირიცხნენ, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 23
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 23 · გახსენი ბიბლიის მკითხველში