
ნეშტთა შორისა ა 24:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აღმოჩნდა, რომ ელყაზარის შვილებში კაცები უფრო მეტნი იყვნენ, ვიდრე ითამარის შვილებში. დაანაწილეს მათ ისინი: ელყაზარის ძეთა მამისსახლებს თექვსმეტი თავკაცი არგუნეს, ხოლო ითამარის ძეთა მამისსახლებს - რვა თავკაცი.
ნეშტთა შორისა ა 24:4 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 24:4 კონტექსტში
24:2ნადაბი და აბიჰუ მამაზე ადრე დაიხოცნენ, ისე რომ ვაჟები არ ჰყოლიათ. ელყაზარი და ითამარი შეუდგნენ მღვდელმსახურებას.
24:3გაამწესა დავითმა ცადოკი, ელყაზარის ძეთაგან და ახიმელეხი, ითამარის ძეთაგან, თავ-თავიანთ სამსახურში, თავ-თავიანთი მოვალეობისდა მიხედვით.
24:4აღმოჩნდა, რომ ელყაზარის შვილებში კაცები უფრო მეტნი იყვნენ, ვიდრე ითამარის შვილებში. დაანაწილეს მათ ისინი: ელყაზარის ძეთა მამისსახლებს თექვსმეტი თავკაცი არგუნეს, ხოლო ითამარის ძეთა მამისსახლებს - რვა თავკაცი.
24:5ერთმანეთში წილისყრით დაინაწილეს, რადგან საწმიდრის წინამძღოლები და ღვთის სახლის წინამძღოლები ელეაზარისა და ითამარის ძეთაგან იყვნენ.
24:6ისინი აღნუსხა შემაყია ნეთანელის ძემ, ლევიანთა მწიგნობარმა, მეფისა და მთავართა წინაშე, ცადოკ მღვდლისა და ახიმელეხ აბიათარის ძის წინაშე, მღვდლების და ლევიანების მამისსახლთა თავკაცთა წინაშე. ერთი მამისსახლი ელყაზარს უყრიდა წილს და ერთი ითამარს უყრიდა წილს.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 24:4
- ნეშტთა შორისა ა 23:24აჰა, ლევის ძენი, თავ-თავიანთი მამისსახლების მიხედვით, მამისსახლთა თავკაცები, სახელებისა და სულადობის რიცხვის მიხედვით აღრიცხულნი, რომელნიც უფლის სახლის სამსახურის საქმეს უძღვებოდნენ, ოცი წლის ასაკს გადაცილებულნი.
- ნეშტთა შორისა ა 15:6მერარიანთაგან: სარდალი ყასაია და მისი მოძმენი - ორასი კაცი.
- ნეშტთა შორისა ა 15:12და უთხრა: თქვენა ხართ ლევიანთა მამისსახლების თავკაცები. განიწმიდენით თქვენ და თქვენი მოძმენი და დაასვენეთ უფლის, ისრაელის ღმერთის კიდობანი მისთვის მომზადებულ ადგილას.
- რიცხვთა 25:11ფინხასმა, აარონ მღვდლის ძის, ელეაზარის ძემ, აარიდა ჩემი რისხვა ისრაელიანებს, რადგან მათ შორის შური აღეძრა ჩემ გამო, და მე არ გავწყვიტე ისრაელიანები ჩემი შურით.
- რიცხვთა 25:13იყოს მისთვის და მისი შთამომავლობისთვის სამარადისო მღვდლობის აღთქმად იმის სანაცვლოდ, რომ შურით აღივსო თავისი ღმერთის გამო და გამოითხოვა ისრაელის პატიება.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 24
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 24 · გახსენი ბიბლიის მკითხველში