
რიცხვთა 25:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იყოს მისთვის და მისი შთამომავლობისთვის სამარადისო მღვდლობის აღთქმად იმის სანაცვლოდ, რომ შურით აღივსო თავისი ღმერთის გამო და გამოითხოვა ისრაელის პატიება.
რიცხვთა 25:13 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 25:13 კონტექსტში
25:11ფინხასმა, აარონ მღვდლის ძის, ელეაზარის ძემ, აარიდა ჩემი რისხვა ისრაელიანებს, რადგან მათ შორის შური აღეძრა ჩემ გამო, და მე არ გავწყვიტე ისრაელიანები ჩემი შურით.
25:12ამიტომ უთხარი: აჰა, მე ვაძლევ მას ზავის აღთქმას.
25:13იყოს მისთვის და მისი შთამომავლობისთვის სამარადისო მღვდლობის აღთქმად იმის სანაცვლოდ, რომ შურით აღივსო თავისი ღმერთის გამო და გამოითხოვა ისრაელის პატიება.
25:14სახელი მოკლული ისრაელიანისა, რომელიც მოიკლა მიდიანელ ქალთან ერთად, იყო ზიმრი, სალუს ძე, სიმონიანთა მოდგმის თავკაცი.
25:15სახელი მოკლული მიდიანელი ქალისა იყო ქოზბი, ასული ცურისა, უბოთის მეთაურის. მიდიანის მოდგმისა იყო იგი.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 25:13
- ებრაელთა მიმართ 2:17ამიტომ ყოველნაირად უნდა დამსგავსებოდა ძმებს, რათა მოწყალე და სარწმუნო მღვდელმთავარი ყოფილიყო ღვთის წინაშე, ხალხის ცოდვათა სალხინებლად.
- გამოსვლა 40:15სცხე მათ, როგორც მათ მამას სცხე, რომ მღვდლობა გამიწიონ მე და ამ მირონცხებამ სამარადისო მღვდლობა მიანიჭოს მათ თაობიდან თაობაში.
- იერემია 33:18არ მოაკლდებათ ლევიანთა მღვდლებს მემკვიდრე, ჩემ წინაშე აღსავლენის შემწირველი, ძღვენის მკმეველი და საკლავის მიმტანი სამარადისოდ.
- ნეშტთა შორისა ა 6:4მერარის ძენი: მახლი და მუში. აჰა, ლევის საგვარეულონი, თავ-თავიანთი მამისსახლის მიხედვით.
- ნეშტთა შორისა ა 6:15მისი ძე შიმყა, მისი ძე ხაგია, მისი ძე ყასაია.
- იერემია 33:22როგორც ცის მხედრობაა აღურაცხელი და ზღვის ქვიშაა განუზომელი, ასევე გავამრავლებ ჩემი მორჩილის - დავითის თესლს, და ლევიანებს, რომლებიც მემსახურებიან მე.
- ფსალმუნები 106:31ჩაეთვალა მას მოწყალებად თაობიდან თაობამდე, სამარადჟამოდ.
- პეტრეს ეპისტოლე ა 2:5როგორც ცოცხალი ქვები, თქვენც აშენდით სულიერ სახლად, წმიდა სამღვდელოებად და სულიერი მსხვერპლის მწირველად, იესო ქრისტეს მეშვეობით სასურველად რომ უჩანს ღმერთს.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 25
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 25 · გახსენი ბიბლიის მკითხველში